საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სინოდმა შესაძლოა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდმჭერი პირების ანათემაზე გადაცემის საკითხი განიხილოს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/30 13:40:43

სინოდის სხდომაზე შესაძლოა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდმჭერი პირების ანათემაზე გადაცემის საკითხი დადგეს.

 

ამის შესახებ ჟურბნალისტებს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მამა დავით ისაკაძემ განუცხადა.

 

„ხელისუფლებამეკლესიის და საზოგადოების ინტრესები უნდა გაითვალისწინოს. იმედია, რომ შევჯერდებით ამ კანონთან დაკავშირებით და თუ ასე არ იქნება, მაშინ ისევ გავაპროტესტებთ იმას, რომ საქართველოში დაკანონდეს გარყვნილება, უზნეობა და სოდომ–გომორის ცოდვა. ჩვენ ვფიქრობთ, წმინდა სინოდის წინაშე დავაყენოთ საკითხი, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს მოაწერს გარყვნილების პროპაგანდას საქართველოში, ანათემას გადავცემთ, რადგან ეს არის საუკეთესო წამალი მისთვის ვინც ცოდვას ჩაიდენს“, – განაცხადა მამა დავითმა.

 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ანათემაზე გადაცემულთა სიაში ბიძინა ივანიშვილიც აღმოცნდეს, მამა დავითმა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ “ეს ცოტაა ისეთი კითხვაა“.

 

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტის ყოფილ შენობასთან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების საწინააღმდეგოდ აქცია მიმდინარეობს და ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებულნი.

 

ინგა მურუსიძე

 

წყარო: frontnews.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2301
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია