დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქველმოქმედო აქცია
სტუდენტებმა სხვებს დღე გაულამაზეს
ავტორი: მარიამ ხურციძე
2014/04/30 11:45:42

„ჩვენ გილამაზებთ ერთ დღეს“ – სწორედ ამ   მიზნით შეიკრიბა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პირველი კურსის რამდენიმე სტუდენტი და მათი ლექტორის დახმარებით, პროექტის ფარგლებში, დღის მანძილზე, განახორციელა რამდენიმე აქტივობა.

 

ბექა კუტივაძე, მანჩო ხაჭაპურიძე, თათია გოტიაშვილი და ნათია გაგილაძე – ამ ოთხი ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, აწსუ–ს დემოკრატიისა და მოქალაქეობის ლექტორის, ქეთევან კუხიანიძის მეთაურობით, სამედიცინო კლინიკა „ბომონდში“ იმ დღეს მშობიარე დედები AVON-ის სამკაულებით დაასაჩუქრეს.



შუადღს სტუდენტთა ჯგუფი ერთ-ერთი ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად გაეშურა. ოჯახს გადასცეს ხორცპროდუქტებით სავსე კალათა, მათი მომმარაგებელი კი „გურმანი“ გახლდათ.


დღის ბოლო, დამაგვირგვინებელი ღონისძიება კი ახალგაზრდებმა გასართობ ცენტრ „დინოში“ გამართეს, სადაც მათ მხიარული, გემრიელობებითა და საჩუქრებით სავსე საღამო მოუწყვეს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. პატარები „ბიბლუსმა“ დაასაჩუქრა წიგნებით, ასევე საჩუქრების მაღაზიამ „ა ჭიტა“ და ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, იმ სიკეთით სავსე და მონდომებული სტუდენტებისა და ლექტორის დახმარებით, რომლებმაც ზემოთხსენებულ ქალებს თუ ბავშვებს ნამდვილად გაულამაზეს ერთი დღე.

„დემოკრატია და ჩართულობა, რომელიც დაინერგა საგნად ჩვენს უნივერსიტეტში, უზრუნველყოფს ინდივიდის ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სტუდენტი სწავლობს, საკუთარი სიტყვა თქვას სახელმწიფოს მშენებლობაში და გადადგას ნაბიჯი საზოგადოების განვითარებაში. 15 მაისამდე იგეგმება სხვადასხვა პროქტი, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სოციალური აქტივობისკენ, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება, გარემოს დაცვისა და დასუფთავების პროექტები და ა.შ.“ – განაცხადა ქეთევან კუხიანიძემ.


„ყველა ადამიანი ბედნიერია მაშინ, როდესაც სიკეთეს აკეთებს. როცა სხვები ბედნიერები არიან, განსაკუთრებით კი ბავშვები და როდესაც ისინი იღიმიან, მეც მაბედნიერებს ეს.“ –ამბობს ნათია გაგილაძე.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია