დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახე(ლ)ცვლილი ნაციონალები ლანჩხუთში საკრებულოს წევრობისთვის იბრძვიან (?!)
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/04/29 21:30:49

 ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქში, ჯერჯერობით, დასრულებული არაა საკრებულოს წევრობის მსურველთა სიების რეგისტრაცია, თუმცა PSNEWS–მა მაინც მოიპოვა იმ პირთა სია, რომელბიც მონაწილეობას საინიციატივო ჯგუფის სახელით იღებენ:

 

შუხუთში: გოჩა მოქია (შუხუთის ყოფილი რწმუნებული); ავთო ბზეკალავა, კონსტანტინე ორაგველიძე (პედაგოგი);

 

სუფსა: ჯუმბერ ბლაგიძე (წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი ნაციონალური მოძრაობიდან), ალექსანდრე ევგენიძე (პუბლიცისტი);

 

მაჩხვარეთი: მერაბ თურქია (წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან); თეიმურაზ ურუშაძე (ყოფილი რწმუნებული ნაციონალური მოძრაობიდან); ლავრენტი ჩხარტიშვილი;

 

მამათი: არკადი ჩხაიძე (წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან), შოთა ღლონტი;

 

აცანა: ემზარ თედორაძე (წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან); მინდია ქინქლაძე;

 

მამათი: თემურ სარიშვილი; მამუკა ნაცვალაძე;

 

გვიმბალაური: ნიკოლოზ იმნაძე (ყოფილი რწმუნებული ნაციონალური მოძრაობიდან); თორნიკე სარჯველაძე;

 

ღრმაღელე: ბიჭიკო კვიჭიძე (ყოფილი რწმუნებული ნაციონალური მოძრაობიდან);

ნიგვზიანი: ოთარ მოისწრაფეშვილი;

 

ჩიბათი: იოსებ სარჯველაძე;

 

ლესა: კახა პატარაია (საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან);

შოთა სიხარულიძე (2002 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე);

ქალაქი ლანჩხუთი: ნიკოლოზ კვირკველია, გიორგი ჩიჩუა, ალეკო ჭყონია,

ევგენი ჩიჩუა, ოთარ ხელაძე.

 

როგორც ხედავთ, ყოფილი ნაციონალები, რომელთაგან უმეტესობა დღეს კოალიციის წევრია, ხოლო რამდენიმე – სხვა პარტიას მიეკედლა, საინიციატივო ჯგუფის სახელით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

 

 ჩვენი ინფორმაციით, ქალაქში კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატი სავარაუდოდ, სოსო ბოლქვაძე (ქართული ოცნების ბიუროს წევრი) იქნება, რაც სატელეფონო საუბრის დროს დაგვიდასტურა კიდეც კოალიციის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა გოგი ხელაძემ, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ზაზა ქავზინაძეს წარადგენს.

 ქალაქის მაჟორიტარობისთვის იბრძვის რესპუბლიკელი რომან ბიწაძეც.

კოალიციაში ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტიათ, ვისზე შეაჩერებენ არჩევანს ამ ორი ადამიანიდან.

 

 ნებისმიერ შემთხვევაში, ქალაქ ლანჩხუთში კოალიციის კანდიდატს მოუწევს მეტოქეობა გაუწიოს ევიკო ჩიჩუას (რომელიც ლანჩხუთელებისთვის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი ადამიანის, იოსებ ჩიჩუას ვაჟია) და ზაზა ქავზინაძეს (გამგეობის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი).

 

ამდენად, არაა გამორიცხული, რომ ქალაქში არჩევნების მეორე ტური ვიხილოთ.

ახალი კოდექსის თანახმად, ასარჩევია გამგებლის კანდიდატურაც.

 

 

ურუშაძე იმედოვნებს, რომ კოალიცია გამგებლის პოსტზე მის კანდიდატურას წარადგენს. მის მხარდასაჭერად თბილისში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც დარწმუნებულებიც კი არიან, რომ ურუშაძე უალტერნატივოა.

 

 თუმცა ამავდროულად, იმედს არ კარგავს ბორის ჭყონია.

ბორის ჭყონიას სახელი რამდენიმე თვის წინ გაისმა. მის მხარდასაჭერად ხელმოწერებიც კი გროვდებოდა, რისი მიზეზითაც, ჭყონიას სიძე, შაქრო ბარამიძე, რომელიც გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა გამგებლის ხელმოწერილ ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად ადმინისტრაციული გადაცდომა სახელდება (!).

 

ჭყონიამ სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ მას მხარდამჭერები კოალიციიდან ლანჩხუთშიაც ჰყავს და დედაქალაქშიც.

 

რაც შეეხება გუბერნატორის ფავორიტ არჩილ იმნაიშვილს, მასზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ბიზნესმენია, გუბერნატორ ჩხაიძის თანასოფლელი და მისი სიმპატიებითაც სარგებლობს.

 

 ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამგებლის პოსტზე კენჭს საზოგადოებრივი დარბაზის დამფუძნებელი, რაიონის ყოფილი გამგებელი გია გოთუაც იყრიდა. თუმცა გოთუამ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ არც შემოთავაზება ყოფილა და არც მას ჰქონია სურვილი, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, მით უმეტეს,- ებრძოლა გამგებლობისთვის.

 

 

15 ივნისამდე ჯერ კიდევ დროა, დუღილის ტემპერატურამ კი ლანჩხუთში უკვე ას გრადუსს მიაღწია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია