საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №42 (346), 21 – 27 ნოემბერი, 2005 წელი
მე სხვა „იარაღი“, გარდა ფოტოაპარატისა, არა მაქვს
2014/04/29 13:56:58

აზეთ „P.S.“ -თან არსებული ფოტოჟურნალისტიკის სკოლა-სახელოსნო წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას. ცნობილი ფოტოხელოვანის გურამ წიბახაშვილის შემდეგ, მას ირინა აბჟანდაძე ესტუმრა. უნიჭიერესი ქალბატონის საინტერესო ლექციებს პრაქტიკული მუშაობაც მოჰყვა. 13 ნოემბერს გადაღებებზე სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში წავედით.

 

- მე სხვა „იარაღი“, გარდა ფოტოაპარატისა, არ მაქვს. მე ჩემი „იარაღით“ უნდა ვიბრძოლო, როგორც შევძლებ, როგორც მოვახერხებ, - განაცხადა ერთხელაც ირინამ და, უკვე ათი წელია, ასობით საინტერესო კადრი ჩაუთვალა ფოტოხელოვნების ისტორიას თავისი „იარაღით“.

 

ყველასათვის საყვარელი ფოტოგრაფის (როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს) თემები და კონცეფციები ისევე მრავალფეროვანია, როგორც მის მიერ არჩეული პროფესიები. ჩვენ ვისარგებლეთ ირინას ქუთაისში სტუმრობით და გავესაუბრეთ:

 

- მოდით, დავიწყოთ თქვენი ბავშვობით. გვიამბეთ თქვენს შესახებ.

 

- არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. დავიბადე და გავიზარდე ჭიათურაში, სადაც ბებია და ბაბუა მზრდიდნენ, რადგან მშობლები სტუდენტები იყვნენ და თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ. ბაბუა ჭიათურის თეატრის მთავარი მხატვარი გახლდათ. თუ რამ საუკეთესო არსებობს ჩემში, მისგან მაქვს შეთვისებული ყველაფერი. რაც შემეხება მე, მოუსვენარი, ონავარი ბავშვი ვიყავი. როგორც მასწავლებლები ამბობდნენ, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ - ზარმაცი. წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ, რასაც მავალებდნენ, იმის კეთება საოცრად მეჯავრებოდა.

 

- უცნაური, ალბათ, ის არის, რომ ქიმიკოსობა აირჩიეთ, საბოლოოდ კი ხელოვნებაში აღმოჩნდით.

 

- სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახურმა საბჭომ გადაწყვიტა, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მე ძალიან მიყვარდა ხელოვნება, მაგრამ თვითდაჯერებული არ ვიყავი. მეგონა, აუცილებლად უნდა ახლობელი გყოლოდა, თეატრალურ ინსტიტუტში რომ მოხვედრილიყავი. ახლა ნამდვილად ვიცი, თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფრის გაკეთებას შეძლებს. უბრალოდ, ვიღაც უფრო რთულად აღწევს მიზანს, ვიღაც - შედარებით მარტივად. რაკი თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება ვერ გავრისკე, მამამ ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი მირჩია. ექიმობაც ბავშვობიდან მინდოდა. ერთთვიანი მომზადების შემდეგ, ჩავაბარე კიდეც თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

 

- ფოტოგრაფიაში როგორ აღმოჩნდით?

 

- ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას, სულ მქონდა უკმარისობის გრძნობა. ისე ლაღად ვერ ვგრძნობდი თავს, როგორც საჭირო იყო. მისი დამთავრების შემდეგ, კვლევით ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა. უკვე მივხვდი, რომ ჩემს საქმეს არ ვაკეთებდი. მეც ავდექი და კინო-სარეჟისორო ფაკულტეტზე  ჩავაბარე, თეატრალურ ინსტიტუტში. მაშინ დაიწყო ჩემთვის ოქროს ხანა. მასწავლიდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები: ტატა თვალჭრელიSე, ომარ გვასალია, ოთარ იოსელიანი, ნუგზარ ვასაSე და სხვები. სწავლის პერიოდში მივხვდი, რომ კინო არ იყო ჩემი საქმე. თუმცა ხუთი წელი მაინც დამჭირდა, მიმეღო გადაწყვეტილება - ფოტოგრაფიისთვის მიმეSღვნა ჩემი ცხოვრება.

 

- და რამ გიბიძგათ, ხელში აგეღოთ ფოტოაპარატი?

 

- ვერ გეტყვით, ზუსტად, რამ მიბიძგა. უბრალოდ, როცა  თეატრალურში ვსწავლობდი, ფილარმონიასთან, მიწისქვეშა გადასასვლელში, ერთ-ერთ ჯიხურში ვყიდულობდი ხოლმე ჩეხურ ჟურნალს „ფოტორევიუს“. მერე ვნახე იურა მეჩითოვის ფოტოები და Sალიან მოვიხიბლე. „ქარვასლაში“ ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენაზე გურამ წიბახაშვილის ფოტოებიც იყო. და, საბოლოოდ, მივხვდი, რა მინდოდა.

 

- პირველად რისი გადაღების სურვილი გაგიჩნდათ, რომელი იყო თქვენი პირველი ფოტო, თუ გახსოვთ?

 

- პირველი ნამუშევარი, რომელიც პროფესიონალურ ფოტოდ მოინათლა,  ეს იყო 1995 წლის 13 ნოემბერს, სასტუმრო „ივერიის“ ქვეშ არსებული „პერფომანსის“ თეატრში გადაღებული სურათი.  სხვათაშორის,  დღეს ზუსტად ათი წელი შესრულდა (ინტერვიუ 13 ნოემბერს ჩაიწერა). კარგად მახსოვს, ასიმეტრიულ ფოტოზე ასახული მქონდა ორი ნიღბიანი ადამიანი. იქიდან მოყოლებული, დღე და ღამე ვმუშაობდი, დავეხეტებოდი ყველგან.

 

- პირველი გამოფენა როდის მოაწყვეთ?

  

   

ირინა აბჟანდაძე, სერიიდან „ნიძიო“


- პირველი გამოფენა ძალიან მალე მოეწყო. 1995 წელი მთავრდებოდა და 1996 დგებოდა. იურა მეჩითოვი შემოდის და მეუბნება: ჩვენ სურსათ-სანოვაგეზე დავრბივართ, საახალწლოდ ვემზადებით, აქვე, „ივერიაში“ მცხოვრებ ლტოლვილებს კი საკუთარი სახლ-კარი ენატრებათო; გადავწყვიტეთ, მათი ჭირ-ვარამი გაგვეზიარებინა და, მხარდაჭერის მიზნით, ვესტუმრეთ. ექვსი თვის  განმავლობაში ვმუშაობდით მათ ოჯახებში. მაშინ ჩამოვყალიბდი ფოტოგრაფად,  იურას გვერდით უამრავი რამ ვისწავლე. პირველი გამოფენაც ერთად მოვაწყვეთ სასტუმრო „ივერიის“ ეზოში და დავარქვით „სასტუმრო „ივერია“ - დროებით თუ სამუდამოდ“.

 

- ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თქვენმა ფოტოებმა, სადაც რკინა-ბეტონის კონსტრუქციები გაიგივებული გაქვთ ადამიანის დაავადებებთან, ხოლო ადამიანის სნეული ღვიძლი და თვალი კი - ასტრონომიულ სხეულებთან. საიდან მოვიდა ეს ყველაფერი თქვენში?

 

- იმაში, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მატერიალურ ერთიანობას წარმოადგენს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა უსახურ რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს ვიღებდი. ისინი ძალიან ჰგავდნენ ადამიანის ორგანოებს: ნერვულ სისტემას, ხერხემალს  თუ სხვებს. ამიტომაც დავადე მათ სამედიცინო ტექსტები... რაც შეეხება ღვიSლს და თვალს... სულ ვფიქრობდი პრომეთეს მითზე, რომელშიც არწივი ღვიძლს უკორტნის მიჯაჭვულ გმირს. რატომ მაინც და მაინც ღვიSლი? ალბათ, არის რაღაცნაირი კავშირი ამ ორგანოსა და ასტრონომიულ სხეულებს შორის, რომლებსაც ძალიან ჰგავს დაავადებული ღვიSლი. თვალი კიდევ იმიტომ ავიღე, რომ ამ ორგანოთი შევიმეცნებთ სამყაროს. ნებისმიერი ვარსკვლავის, კომეტის, პლანეტის ფორმა ასახულია ჩვენს ორგანოებში. მე მჯერა, რომ მცენარისაგან, რომელსაც ადამიანის რომელიმე ორგანოს ფორმა აქვს, დამზადებული წამალი, აუცილებლად იქნება ამ ორგანოს მკურნალი. უბრალოდ, ჩვენ, ადამიანებს, ეს ცოდნა ოდესღაც გვქონდა, მაგრამ დავკარგეთ - შესაSლოა, ნელ-ნელა დავიბრუნოთ.

 

- თქვენი ნამუშევრების უმეტესობა, რაღაცნაირად, ტრაგიკულ, მSაფრ სიუჟეტებს ასახავს. ეს შემთხვევით არის, თუ თქვენი შინაგანი სამყაროდან მომდინარეობს?

 

- რა გითხრათ, შესაSლოა, ჩემი შინაგანი სამყაროდანაც მომდინარეობდეს, თუმცა, მოვლენებს ტრაგიკულად მე კი არ აღვიქვამ, ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროა ასეთი. მეც, რასაც ვხედავ და როგორადაც ვხედავ, ისევე ვაფიქსირებ, თორემ ფოტო მე ყველა მიმართულებით და რაკურსით მაინტერესებს.

 

- ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაში როდის ყოფილხართ?

 

- ელიავას რაზმი როცა მოემართებოდა, მაშინ ტყვიები ჩემს ყურთან წუოდნენ და მეც, სხვებივით, მიწაზე ვიყავი გართხმული, მაგრამ მაინც ფოტოგრაფი ვიყავი და პროფესიული ჟინი მაწუხებდა.

 

- ყოფილა შემთხვევა, მატერიალური დაინტერესების გამო წასულხართ გადაღებაზე, თუმცა ეს თქვენს ინტერესში არ შედიოდა?

 

- რამდენჯერაც გინდა. აქ სატრაგედიოს ვერაფერს ვხედავ. თუ კარგად გადაიხდიან, კუდრაჭობის დრო არ არის. თუ გინდა, რომ შენი საქმე კარგად აკეთო, ფინანსებია საჭირო და რაღაც დათმობაზე წასვლაც გიწევს.

 

- თქვენ ლექციაზე აღნიშნეთ, რომ ზოგჯერ რაღაც თემა ამოტივტივდება და უცებ აღმოჩნდება, რომ ის უკვე ვიღაცას გაუკეთებია.

 

- კი, ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოს. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, გადამეღო სათამაშოები. ესენი მხოლოდ გასართობი ნივთები სულაც არ არის, ეს სხვა სამყაროა. შემთხვევით, გურამთან (წიბახაშვილი) ვნახე იაპონელი ნაბუიოში არაკის ალბომი - სათამაშოების ფოტოებით. კარტის გაკეთება მინდოდა და - ესეც დამასწრეს. არა უშავს, უამრავი კონცეფცია მიტრიალებს თავში და იმათ განვახორციელებ.

 

- თქვენ ისიც თქვით, რომ ერთ-ერთმა ფოტოჟურნალმა დაგიწუნათ არატრადიციულად გადაღებული ფოტოები. როგორ გგონიათ, ბევრი არიან ისეთები, რომელთაც არ შეუძლიათ ხელოვნების ახლებურად გააზრება?

 

- გაუგებარი აქ არაფერია. უბრალოდ, საქართველოში არსებობს სერიალის მაყურებელი ხალხი და არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ვისკონტი ესმით. ასევეა ფოტოებთან დაკავშირებითაც. ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევა, რომ რაღაც კარგად გამოგდის, მაგრამ - არ ესმით. რას იზამ. პრინციპში, როცა შემკვეთი არსებობს, იძულებული ხარ, მისი გემოვნება გაითვალისწინო.

 

- რომელ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობდით და ახლა სად ხართ?

 

- თითქმის არ დარჩენილა თბილისში ჟურნალ-გაზეთი, რომ არ მეთანამშრომლოს. ახლა თანამედროვე მედიების კავკასიის ინსტიტუტთან ვთანამშრომლობ, მანამდე აკადემიაში ვკითხულობდი ლექციებს, ფოტოგრაფიის შემსწავლელ კურსებზე.

 

- თქვენს მომავალ გეგმებზე რას გვეტყვით, რომელ თემებზე მუშაობთ?

 

-  იაპონელი მწერალი ქალის ნიSიოს ნაწარმოების ილუსტრაციები გავაკეთე და ახლახან მქონდა ისინი გამოფენილი. ვფიქრობ პერსონალური გამოფენის მოწყობას ვიდეოარტით. პარალელურად ვმუშაობ პატიმარი ქალების ნივთების გადაღებაზე.  სამრეწველო არქიტექტურის გადაღებას ვაპირებ ჭიათურის მაგალითზე, ცხოველების ფსიქოტიპებზეც ვმუშაობ.

 

- ფოტოსკოლაზე და ჩვენს გაზეთზე რას ფიქრობთ?

 

- ქუთაისში ერთი დღეც არ მიცხოვრია, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს. რატომ - ამას ვერ აგიხსნით. და, როცა გურამმა შემომთავაზა აქ წამოსვლა, არც დავფიქრებულვარ. თქვენს გაზეთს რაც შეეხება, ძალიან მომწონს, ოღონდ ერთი სურვილი მაქვს - ცოტა შეცვალოთ ილუსტრაციები, გაადიდოთ ფორმატი. სულ მაღლა-მაღლა გევლოთ.

 

 

ესაუბრა

იამზე ბრეგვაS

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  №42 (346), 21 – 27 ნოემბერი,  2005 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2342
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია