დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
800 თანამშრომლიან ქუთაისის მერიაში 300 მოწვეული სპეციალისტი დასაქმდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/29 12:50:37

ქუთაისის მერიაში ბოლო ორი  წლის განმავლობაში მოწვეულ სპეციალისტთა რაოდენობა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ გააპროტესტა. პარტიის წევრთა განცხადებით, მერიაში ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა რაოდენობა სამასს სცდება.


„მერიაში,  სადაც ისედაც 800 თანამშრომელზე მეტია,  დამატებით 300 ადამიანი დაასაქმეს ხელშეკრულებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თანამშრომლები მოწვეული სპეციალისტების სტატუსით აჰყავთ. არადა ნორმალურ ქვეყანაში მოწვეულ სპეციალისტს იმ დროით ქირაოდენ, რაც გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად არის საჭირო. ამათ კი ეს თანამშრომლები თვეობით აჰყავთ. რაც არის მიზანმიმართული კამპანია საარჩევნოდ, რადგან ეს ადამიანები არიან კარგი რესურსი არჩევნების გასაყალბებლად. რადგან ხელისუფლებისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, ესენიც „ნაციონალებივით“ ერთ ყურში შეუშვებენ და მეორედან გამოუშვებენ, ამიტომ მივმართავ ქუთაისელებს, გამოფხიზლდნენ და გააპროტესტონ არსებული მანკიერება, რადგან მათ შვილებს ამ ქალაქში და, ზოგადად, ქვეყანაში მომავალი არ აქვთ. მივიდნენ არჩევნებზე, აირჩიონ ის კანდიდატები, რომლებიც არ ელოდებიან არჩევნებს და ყოველთვის აქტიურობენ და ახმაურებენ ქუთაისელთა პრობლემებს.


სამწუხაროდ, ქალაქში მცხოვრებთა 70% შიმშილობს, სამამულო ბიზნესი ინტერნაციონალურმა ბიზნესმა ჩაანაცვლა, ქუთაისში მხოლოდ ლომბარდი და მეორადი ტანსაცმლის მაღაზია მუშაობს, მერიაში კი იმდენი თანამშრომელია დასაქმებული, მორიგეობით თუ არ ისუნთქეს, გაიგუდებიან,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია