დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ღონისძიებებია დაგეგმილი 80 000 ლარიანი ორმაისობისთვის?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/28 16:02:35

ქუთაისში ორმაისობისთვის ემზადებიან. წელს ქუთაისქალაქობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 10 000 ლარი გამოიყო და ჯამში ქალაქში გამართული ღონისძიებები 80 000 ლარი დაჯდება.

გვირილობის“, ანუთეთრი გვირილის დღესასწაულისაღნიშვნას გასული საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ სახალხო ზეიმი გაცილებით მოკრძალებულ სახეს ატარებდა, თუმცა დიდ მისიას ემსახურებოდა:

საქველმოქმედო საზოგადოების მიერ შერჩეული ულამაზესი ბანოვანები და გიმნაზიელი გოგო-ბიჭები ბულვარში გვირილების გაყიდვიდან შემოსულ თანხას  ჭლექით დაავადებულთა დასახმარებლად აგროვებდნენ. „გვირილობამდა ორმაისობამ უკანასკნელ პერიოდში სულ სხვა ფუნქცია შეიძინა და ქუთაისობის დღესასწაულად გადაიქცა.

წელსაც ქუთაისში ორმაისობასთან დაკავშირებით,  სხვადასხვა რანგის სტუმრებს, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.

ქუთაისში ღონისძიებები 11 საათზე მეუფე კალისტრატის ლოცვით გაიხსნება.

12 საათზე კი მერიაში დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლებენ.

13 საათზე სამი ოთარის ძეგლის პატივგება მოხდება. 14 საათზე კი იმერეთის რეგიონში შემავალი რაიონების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისობის აღვნიშვნა მუხრანის ტყე-პარკში გაგრძელდება.

ასევე 12 საათიდან ცენტრალურ ბაღში ტელე-კინო მატიანის მუზეუმის ექსპონატები გამოიფინება.


13 საათიდან სპორტის სხვადასხვა სახეობების საჩვენებელი პროგრამები დაიწყება. 14 საათზე აღმაშენებლის გამზირზე მოეწყობა ველო მარათონი.


14-დან 18:30 საათამდე ქალაქის ცენტრში თეტრალური კოლექტივების მსვლელობა მოეწყობა.


ასევე მოხდება არქეოლოგიური კვლევისადმი მიძღვნილი გამოფენა.


მონ პლაზირის თაღთან ყვავილები, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში კი ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება, ასევე მოეწყობა ფოტოგამოფენა: „ქუთაისი ფოტოგრაფების თვალით“.


ტრადიციულად მდინარე რიონზე მოეწყობა ჯომარდობა.


ოქროს ჩარდახში გაიმართება ღვინის ფესტივალი.


სამეცნიერო ბიბლიოთეკაში რარიტეტული წიგნების და იშვიათი გამოცემების გამოფენა მოხდება.


17:30 საათიდან ქალაქის სტუმრებისთვის მირზაანში დაგეგმილია ფურშეტი.


დღის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტები გაიმართება , რაც დღის ბოლოს ცენტრალურ მოედანზე გამართული გალა კონცერტით და ლაზერული შოუთი დასრულდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2450
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია