დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მოედნებიდან ხელოვნურ საფარს სასაფლაოებისთვის იპარავენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/28 14:46:36

ქუთაისში გასულ წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული სათამაშო მოედნები სავალალო მდგომარეობაშია. მოედანზე დაგებული ხელოვნური საფარი აყრილია, მავთულის ღობეები კი დაზიანებული, რის გამოც ბავშვებს მოედანზე თამაში უჭირთ.

 

არსებული მდგომარეობა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა ადგილობრივებთან ერთად დღეს ავტოქარხანაში №14 საჯარო სკოლის გვერდით არსებულ მოედანზე გააპროტესტეს. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, წინა მთავრობამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოედნები უხარისხოდ გააკეთა, არადა, თითო მინი-სტადიონისთვის, დაახლოებით, 100 000 ლარი იყო გამოყოფილი, სადაც დღეს თამაში შეუძლებელია.


„მოედნები, რომელთათვისაც 100 000 ლარი დაიხარჯა, განადგურებულია. არავინ ინტერესდება, სად წავიდა ამდენი თანხა. დღევანდელი ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ასეთი ფაქტები გამოიძიოს, თავად ხარჯავს ფულს ბენზინსა და პრემიებში. სჯობს, ბიუჯეტიდან თანხები ახალგაზრდების კეთილდღეობას მოახმარონ და ყველა მუნიციპალიტეტმა, სადაც 15 უსაქმური ზის, მათ უბანს მაინც მიაქციოს ყურადღება,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.


სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან ერთად, მოედნის ინფრასტრუქტურის განადგურებაში ავტოქარხნელები ადგილობრივების დაუდევრობასაც ხედავენ.


როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები ყვებიან, მოსახლეობა მათ ქუჩაზე არსებულ მოედნებს არ უფრთხილდება.


„ფაქტია, რომ მოედნები უხარისხოდ გაკეთდა. ქვიშაზეა „ნოხი“ გადაგებული, რის გამოც გაფუჭდა ასე მალე. ასევე არის მეორე მომენტი, ხალხი არ უფრთხილდება მოედნებს. ის კი არადა, მოედანზე დაგებული „ნოხი“  მოიპარეს და სასაფლაოზე წაიღეს, ასევე ადგილობრივებმა დენი „გარაჟებში“ გადაიყვანეს. ბავშვებს გვჭირდება ეს ადგილი სათამაშოდ. ვითხოვთ, გაგვიკეთონ და ჩვენ თვითონ ვიზრუნებთ მოედნის დაცვაზე. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მოედანზე თამაშს ვერ ვახერხებთ,“ - განაცხადა გიორგი ნოზაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია