საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ჰერკულესს“გათავისუფლებული მუშები კვლავ უპირისპირდებიან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/28 12:31:01

ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესის“ მუშები ადმინისტრაციას კვლავ უპირისპირდებიან.


2011 წელს გათავისუფლებული მუშების განცხადებით, „ჰერკულესის“ ხელმძღვანელობა მათ დისკრიმინაციას ეწევა. როგორც ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ირაკლი იობიძემ განაცხადა, 2011 წელს მომხდარი არეულობის შედეგედ სამი მუშა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააპატიმრეს, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და სამსახურიდანაც გაუშვეს.


გათავისფლებულებმა სასამართლოს მიმართეს და სამივე ინსტანცია მოიგეს, რის გამოც „ჰერკულესს“ მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურია ანაზღაურება დაევალა.

 

მუშების მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ „ჰერკულესის“ დირექორი პაატა ჩხენკელი მიმდინარე წლის 2 მარტს დაუკავშირდა გათავისუფლებულებს და აცნობა, რომ ისინი სამსახურში აღდგენეს.


გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ამ ფაქტის დოკუმენტურად დასაბუთება მოითხოვეს. 23 მარტს კი იგივე პაატა ჩხენკელმა მათ ახალი ბრძანება გამოუგზავნა და აცნობა, რომ გათავისუფლებული არიან.


„ჩვენ როცა მივიღეთ ეს ბრძანება, შევეცადეთ, გაგვერკივა, რა მოტივით გამოგვიშვეს სამსახურიდან. ჩხენკელმა გვითხრა, რომ მათ საშტატო ერთეული შეამცირეს.


აღმოჩნდა, რომ ჰერკულესის 300 თანამშრომლიდან მხოლოდ 3 ვიყავით გათავისუფლებული. ეს არის ჩვენს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია, რადგან მათ არ უნდოდათ პროფკავშირები შეგვექმნა. სწორედა ამ მიზეზით მოხდა ჩვენი გამოშვება. თუმცა, ამავდროულად აღსანიშნავია, რომ „ჰერკულესის“ ადმინისტრაციამ თვითონ შექმნა პროფკავშირები ქარხანაში.


არ ვაპირებთ გაჩერებას და მივმართავთ კვლავ სასამართლოს და მოვითხოვთ აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.“– აცხადებს ირაკლი იობიძე.


 

წლების წინ „ჰერკულესის“ მუშების პროტესტი არასათანადო სამუშაო პირობებმა გამოიწვია.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია