დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გამწვანების აქციით დასრულდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/25 15:52:35

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუხრანის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრიის ორგანიზებით 50 მუხის, აკაციის  და იფნის ნერგები დაირგო.


ქუთაისის საჯარო სკოლების მიერ კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. დღეს კი გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქციის მონაწილეებს ნერგები ქუთაისის მერიის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის  შუამდგომლობით სამოქალაქო კლუბის წევრებს საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გამოუყო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო მერიის ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ივანე ბუხაიძე.


გამწვანების აქცია პერფორმანსით დასრულდა, მოსწავლეებმა დედამიწისთვის მიწერილი წერილები ბუშტებით გაუშვეს.


დღეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია