საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„არ ჩამორჩეთ სიცოცხლეს!“-იმუნიზაციის კვირეულს ქუთაისიც უერთდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/24 16:07:27

ქუთაისში იმუნიზაციის კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში მერიის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის სამსახურის ორგანიზებით, დღეს  მომავალ დედებთან შეხვედრა მოეწყო.


შეხვედრაზე ჯანდაცვის სამსახურის სპეციალისტებმა იმუნიზაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


იმუნიზაციის საერთაშორისო კვირეული ევროპის 53 ქვეყანაში აღინიშნება. წელს იმუნიზაციის კვირეულის სლოგანია „არ ჩამორჩეთ სიცოცხლეს!“  ეს არის მოწოდება პლანეტის მკვიდრთათვის, რათა ყველამ გადაამოწმოს ის აცრები, რომელიც ჩატარებული აქვს და რომელიც უნდა გაიკეთოს.

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მომავალ დედებს ბიბლია და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1826
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია