დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკანდალური ვიდეო და ფოტო: როგორ დაამტკიცა პარლამენტარმა, რომ ყველას გვისმენენ (VIDEO)
2014/04/24 14:22:49

 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც თან ერთვის მანამდე გადაღებული ვიდეო, საიდანაც იწყება პარლამენტარის ექსპერიმენტი. პარლამენტარმა სატელეფონო საუბრისას დაგეგმა არარსებული აქცია და შემდეგ ტელეფონითვე დაანონსებულ დროს გადაიღო ადგილი, სადაც ვითომდა უნდა გამართულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. 

შედეგების შესახებ გოგა ხაჩიძე საკუთარ გვერდზე აკეთებს განმარტებას: 

 

„გუშინ კითხვა დავსვი – რას აკეთებდნენ ზუსტად 15:00-ზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან (მოსეშვილის ქ. 10) პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?! მათ შორის სამმართველოს და განყოფილებების უფროსები, მაღალჩინოსნები და რიგითი პოლიციელები, საპატრულო ეკიპაჟები.
პასუხი იხილეთ ფოტოებში და ვიდეოში.


კომენტარი ზედმეტია. ყველაფერი ცხადი და ნათელია.


ჩვენ, უბრალოდ შევეცადეთ მარტივი ექსპერიმენტით დაგვედასტურებინა, რომ ყველას გვისმენენ. შევეცადეთ და “წარმატებამაც” არ დააყოვნა.
პრინციპში, ყველაფერი სწორად გავთვალეთ, ერთი დეტალის გამოკლებით. როგორც წესი, მსგავს აქციებზე ჯერ ძალოვნები მოდიან, ხოლო შემდეგ ე.წ. “ტიტუშკები” მოჰყავთ. გასაგები მიზეზების გამო, საქმე “ტიტუშკებამდე” არ მივიდა.


მივმართავთ, შესაბამის უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, პარლამენტის თავმჯდომარეს!


რატომ ხდება საქართველოს პარლამენტის წევრების, სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენა?!


გვაინტერესებს, რა განმარტებები გაკეთდება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური პირების მხრიდან?!”,-წერს გოგა ხაჩიძე.

 

 

 

 

 

წყარო: http://benewsbatumi.com/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2886
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია