საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის იმპორტმა რუსეთში ესპანურს გაუსწრო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/23 18:23:55

ქართულმა ღვინომ რუსეთის ბაზარზე 2014 წლის I კვარტალში  ყველაზე გაყიდვადი იმპორტული ღვინოების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.


რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ამ წლის პირველ სამ თვეში, რუსეთში საქართველოდან 7,4 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა, რაც მეტია ვიდრე ესპანეთიდან და თითქმის იმდენივე, რაც იტალიიდან. მთელ იმპორტში, ქართული ღვინის წილი 14%-ია, ხოლო რუსეთის მთელ ღვინის ბაზარზე - 6,4%. შედარებისთვის, ემბარგომდე ანუ 2005 წლისთვის, ქართული ღვინის წილი რუსეთის ბაზარზე 5% იყო, ხოლო მთელ ღვინის იმპორტში -9%.

 

გასული წლის ზაფხულში, როცა ქართულ ღვინოზე მოსკოვმა ემბარგო მოხსნა, ბაზრის მონაწილეები სკეპტიკურად უყურებდნენ მის მომავალს რუსეთის ბაზარზე. „როსპოტრებნადზორის“ მაშინდელი შეფი, გენადი ონიშენკო აცხადებდა, რომ ქართული ღვინო, რუსეთის ღვინის ბაზრის 1%-ზე მეტს ვერ დაიკავებდა.

 

„ჩვენ ვგრძნობთ ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდას“, - განაცხადაILS-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ვიაჩესლავ ოდეგოვმა და დაამატა, რომ საქართველო, პროგნოზებზე „უკეთ მიდის წინ“.

 

ქართული ღვინოების უმსხვილესმა იმპორტიორმა კომპანია „მორომ“ კი განაცხადა, რომ ქართულ ღვინოს, მოლდავურზე დაწესებული ემბარგოც დაეხმარა.

 

ქართული ღვინოების მიმართ ინტერესს ადასტურებენ რუსი რითეილერებიც, თუმცა მათ ეჭვი ეპარებათ, რომ ქართული ღვინო ტოპ-სამეულში დიდხანს დარჩება. „ჩვენ მაღაზიებში ლიდერები არიან საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი“, - განაცხადა ქსელი О’Кей-ს გარე კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა არტიომ გლუშენკომ. მეორე რითეილერის, Дикси-ის  (ქსელები Дикси და Виктория)წარმომადგენელმა ეკატერინა კუმანოვამ კი განაცხადა, რომ ქართული ღვინის პოპულარობა მეტწილად უკავშირდება შარშან ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიას, ქართული ღვინოების რუსულ ბაზარზე დაბრუნების თაობაზე.

 

მან განაცხადა, რომ ქართულზე უკეთ იყიდება იაფფასიანი აფხაზური ღვინოები. ILS-ის ინფორმაციით, ბოთლი ქართული ღვინის საშუალო ფასი მწარმოებელთან (არ ითვლება ლოგისტიკური დანახარჯები, საბაჟო გაფორმება, საბითუმო მოვაჭრის ფასნამატი), ამ წლის დასაწყისში $3,18- 3,2 იყო.

 

„ქართული ღვინოების უდიდესი ნაწილის შესყიდვა ხდება $2,3-6,6-ად. საშუალოდ, ეს უფრო მაღალი ფასია, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობის“, - მიაჩნია ვაიჩესლავ ოდეგოვს. მისი თქმით, რუსეთის მაღაზიების დახლებზე, კი ეს ფასი ზოგჯერ სამმაგდება კიდეც.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია