დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლებმა ავტონომია დაკარგეს?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/04/23 17:23:29

 ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პრეზენტაცია გაიმართა თემაზე: „ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაცია– სკოლების არჩევანი და ავტონომია".


შეხვედრას წარუძღვა განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი.


მოსიაშვილის განცხადებით, სკოლებმა ბოლო პერიოდში ავტონომია დაკარგეს, მათ უნდა შეეძლოთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად, ცენტრალურ რგოლთან შეთანხმების გარეშე მიღება.


„2005 წელს კანონმა ზოგადი განათლების შესახებ სკოლებს ავტონომიის მაღალი ხარისხი მიანიჭა. კანონის მიღებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, ზოგადი განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია მხარდაჭერილი იყო სახელმწიფოს მიერ. 2010 წლიდან კი საჯარო სკოლების ავტონომია მკვეთრად შეიზღუდა. კანონში შევიდა რიგი ცვლილებები, რომელმაც შეზღუდა სკოლების თვითმმართველობები და გააძლიერა მართვის ცენტრალიზებული ბერკეტები.


სახელმწიფოს მიერ დღეს დეკლარირებულია დეცენტრალიზაცია, როგორც ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი,"- განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.


შეხვედრის მონაწილეები სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ დეცენტრალიზაციის პოლიტიკის დოკუმენტსა და ჩატარებულ კვლევას გაეცვნენ. კონფერენციის მონაწილეებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოცემული პუბლიკაციები გადაეცათ.


სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2012 წლის სექტემბერში დაიწყო პროექტის „მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“ – განხორციელება, რომელიც მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2810
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია