დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არგენტინაში 9 წლის განმავლობაში ავტოფარეხში ჩაკეტილი გოგონა გაათავისუფლეს
2014/04/17 11:48:58

არგენტინის პოლიციამ 15 წლის გოგონა გაათავისუფლა, რომელიც მის მეურვეებს 9 წლის განმავლობაში ავტოფარეხში ჰყავდათ ჩაკეტილი. გათავისუფლებული მოზარდი სულ 20 კმ-მდე იწონიდა. როგორც გოგონამ სამართალდამცველებს განუცხადა, მას მხოლოდ პურით და წყლით კვებავდნენ. მასთან ერთად ავტოფარეხში ძაღლი და მაიმუნი ცხოვრობდა. მეურვეები მას ქამრით სცემდნენ, როდესაც ის ცხოველების საკვების ნარჩენების ჭამას ცდილობდა.

 

გოგონას თქმით, ამ 9 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 2-ჯერ დატოვა ავტოფარეხი.

 

არგენტინის პოლიციამ გოგონას მეურვეები მოზარდისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ბრალდებით დააპატიმრა.

 

ამჟამად გოგონა ბუენოს აირესის ჰოსპიტალში იმყოფება.

 

წყარო: „sazogadoeba.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია