საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მდინარე ყვირილაში 19 წლის გოგონას ეძებენ
2014/04/17 11:24:13

როგორც “პირWელს” გოგონას ბებიამ ქეთევან ცხორაგაულმა განუცხადა, მისი შვილიშვილი გუშინ მდინარე ყვირილაში ხიდიდან გადახტა, ცხედარი კი ამ დრომდე ვერ იპოვეს. 


“მეუღლესთან მოუვიდა კამათი და მდინარე ყვირილაში ხიდიდან გადახტა. ადგილზე შსს-ს თანამშრომლები და სოფლის გამგებელი იმყოფება. ცხედარს ეძებენ, მაგრამ მისი პოვნა ვერ ხერხდება. ვთხოვ ხელისუფლებას, დამეხმაროს, იქნებ რამენაირად მოხერხდეს და ცხედარი იპოვონ”, - განაცხადა ცხორაგაულმა.
როგორც შს სამინისტროს იმერეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის თანამშრომელმა ტატო კუჭავამ განაცხადა, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, დღეს დილიდან ძიება ისევ განახლდება.
„გუშინ გვიან ღამემდე სამხარეო პოლიციის თანამშრომლები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახური ახორციელებდნენ სამაშველო სამუშაოებს. დღეს დილიდან ისევ განახლდება საძიებო სამუშაოები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით თუ რაიმე ღონიძიება იქნება საჭირო შესაბამისად იმოქმედებენ“, - განუცხადა “პირWელს” ტატო კუჭავამ.
წყარო: PIA.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1957
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია