საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ვის ეკუთვნის ქართული მედია“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2014 წლის ანგარიში
2014/04/16 16:29:54

არც ერთ მსხვილ ქართულ მედიასაშუალებას დღევანდელი მონაცემებით აქტიური პოლიტიკური სუბიექტები არ ფლობენ, არ აფინანსებენ და არ აკონტრილებენ. მედია აქტივებს საქართველოში ძირითადად მსხვილი ბიზნესმენები ფლობენ, -  ეს იმ კვლევის შედეგია, რომლის ანგარიშიც - „ვის ეკუთვნის ქართული მედია“  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს, 16 აპრილს წარადგინა.

 

კვლევა მედიასაშუალებების მფლობელებისა და მათი სხვა ბიზნეს ინტერესების  გამოსავლენად ჩატარდა და მასში მედიაკომპანიებთან დაკავშირებული მთელი საჯარო ინფორმაციაა გაერთიანებული.

 

ანგარიში შეიცავს ინფორმაციას შემდეგ მედიასაშუალებებზე: ტელეკომპანიები - „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, „მაესტრო“, „კავკასია“, „მზე“, „პირველი სტერეო“, „პირველი რადიო“, „02“, GMG, „ტაბულა“, TV 11 „ობიექტივი“, „ევრიკა“, Music Box და „იბერია“;  თანამგზავრული ტელემაუწყებლობის ოპერატორი - Black Sea Sat; „პალიტრა მედია“ და რადიო „საქართველო“; გაზეთები - „ასავალ-დასავალი“, „ალია“, „კვირის კრონიკა“, „რეზონანსი“, „ბათუმელები“ Netgazeti.ge, Prime Time News და „პირველი“; ჟურნალი „ლიბერალი“.

 

ანგარიშის მიხედვით, კვლევაში მონაწილე მედიასაშუალებების უმეტესობის მფლობელობა გამჭვირვალეა. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული მფლობელები მხოლოდ ორ მედიასაშუალებას: „ტაბულასა“ და  გაზეთ „პრაიმ ტაიმს“ ჰყავს. ხოლო მსხვილ ბიზნესმენებს ეკუთვნის ტელეკომპანია „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, ტელეკომპანია „იბერია“ და „ტაბულა“. მათი მფლობელები მედიასაშუალების გარდა წილებს სხვა მსხვილ ბიზნესშიც ფლობენ.

 

კვლევის შედეგებით, არ არსებობს ბაზრის კონცენტრაციის საშიშროებაც. პრაქტიკულად არც ერთი მსხვილი მედიაჯგუფი არ ფლობს ერთდროულად რამდენიმე მედია აქტივს სხვადასხვა სექტორში. ამ მხრივ გამონაკლისია ჰოლდინგი „კვირის პალიტრა“, რომლის საქმიანობაც ბეჭდურ, საგამომცემლო, ონლაინ, რადიო და სატელევიზიო სექტორებს მოიცავს. რაც შეეხება სხვა მედიასაშუალებებს - „რუსთავი 2“ ამუშავებს „კომედი ტვ“-ს, „იმედი“ და „მაესტრო“ ფლობს რადიოსადგურებს და რადიო ჰოლდინგი „რადიო საქართველო“ აერთიანებს 4 არხს: “არ დაიდარდო“, „ფორტუნა“, „ფორტუნა +“ და „ავტორადიო“. მათვე ეკუთვნის Music Box.

 

ეს ანგარიში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ USAID-სა და IREX-ის მხარდაჭერით მოამზადა. ახლო მომავალში ორგანიზაცია კიდევ ერთ აგნარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც ადგილობრივი მედიასაშუალებების მფლობელობას, მათ როლსა და დაფინანსებას შეეხება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2771
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია