დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აფხაზეთიდან დევნილი დევნილთა სამინისრტოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/04/16 15:06:54

 აფხაზეთიდან დევნილი ვეფხია მიქაუტაძე საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას მოითხოვს.


პარტია „თავისუფალი საქართველოსიმერეთის ბიუროს წევრმა მიქაუტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ 2006 წელს შემუშავებული დადგენილების მიხედვით, როგორც აფხაზეთიდან დევნილს, ქუთაისში ჭავჭავაძის №44-ში ერთოთახიანი ბინა უნდა მიეღო, თუმცა დღემდე ნაქირავებში ცხოვრობს.


არსებობს გაეროს 320-ე დადგენილება, რომლის საფუძველზეც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნებისმიერ დევნილს ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე უნდა გადასცენ ბინა, მაგრამ არ გამითვალისწინეს. 8 წელია, ბინას ველოდები, თუმცა დღემდე იძულებული ვარ, ნაქირავებში ვიცხოვრო. ჩემთან ერთად 5 ადამიანი ელოდებოდა ბინას, ისინი 4 აპრილს დააკმაყოფილეს ფართით, მე კი – არა. არაერთხელ მივმართე დევნილთა სამინისტროს წერილობითი თხოვნით, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. მოვითხოვ, განმიმარტონ, თუ რატომ არ მომცეს ბინა,“ – განაცხადა ვეფხია მიქაუტაძემ.


აფხაზეთიდან დევნილის განცხადებით, კიდევ ერთი წერილი აქვს დაწერილი იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის გიორგი სანთელაძის სახელზე, სადაც ის ითხოვს კუთვნილი ფართით უზრუნველყოფას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2298
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია