დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა
2014/04/16 13:15:49

იმერეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ, რაიონის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.


ამ ეტაპზე ზესტაფონში ქვედა საქარა - ქვედა საზანოს 14 კმ - იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ზესტაფონის, თერჯოლისა და ჭიათურის რაიონის სოფლებს აკავშირებს ერთმანეთთან და ბოლო ათწლეულია რაც არ შეკეთებულა. პროექტის დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით 5 000 - მდე ოჯახი ისარგებლებს.

 


 

პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური ფონდიდან 6 532 800 ლარი გამოიყო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 70 ადამიანია დასაქმებული, 25 მათგანი ადგილობრივია. ქვედა საქარა - ქვედა საზანოს 14 კმ - იანი მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა ივნისის თვეში დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია