დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით გარეჯის მონასტრის ბერები საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების გადაწყვეტილებას ელოდებიან
2014/04/15 18:49:59

დავით გარეჯის მონასტრის ბერები მონასტრის მთელს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების გადაწყვეტილებას ელოდებიან. 


როგორც დავით გარეჯის მონასტერის წინამძღოლმა, მამა ილარიონმა აცხადებს, საზღვრის პრობლემასთან მიმართებაში ჯერ არაფერი შეცვლილა, თუმცა მათ ეუბნებიან, რომ ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს. 


მისივე თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან იმავე ადგილას, სადაც შეთანხმდნენ ორი წლის წინ, გარეჯში ჩატარებული აქციის შემდეგ. 


„ორი წლის წინ, 21 მაისის ამბების შემდეგ, რაც დადგინდა, ისეა დღემდე. პირობა სრულდება. აღდგომის ტაძრამდე მომლოცველი და ვიზიტორი ჩვეულებრივ, დაუბრკოლებლად მიდიან. სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მესაზღვრეები მომლოცველებსა და ვიზიტორებს ხელს არ შეუშლიან. არაფერი არ შეცვლილა. ველოდებით საკითხის გადაწყვეტას", - დასძინა მამა ილარიონმა.


მისივე თქმით, აღდგომის ტაძარს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თავის საზღვრად მიიჩნევენ, მაგრამ მომლოცველებს იქ მისვლას არ უშლიან. "აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ძირითადად წმინდ ილიას ნიშთან დგანან, რომელიც აღდგომნის ტაძრის მახლობლადაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ იქ იმყოფებიან", - დასძინა მონასტრის წინამძღოლმა.


მამა ილარიონის თქმით, გარეჯის მონასტრის ნაწილი, ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და იქ შესვლას ბერებიც ვერ ახერხებენ. ასეთი მდგომარეობა დაახლოებით 10 წლის წინ დადგინდა. გასულ წელს ბერებს იქ შესვლაზე პრობლემები შეექმნათ. „სანამ სამთავრობო დონეზე შეთანხმება არ მოხდება, ბერთუბანში შესვლა გამორიცხულია", - დასძინა მამა ილარიონმა.

 

წყარო: ipn.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია