დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის თეატრი მაყურებელს იბრუნებს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/04/15 12:52:23

120- სეზონი ჭიათურის თეატრმალამბალო და ყაშათიდაიწყო. ეს ის სპეკტაკლი, რომელმაც აჩვენა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, მამუკა ცერცვაძის, ენთუზიაზმი და პოტენციალი. აღნიშნულმა სპეტაკლმა არამარტო ჭიათურელი მაყურებელი მოიყვანა აღტაცებაში, არამედ თბილისელებიც (მხედველობაში მაქვს მარჯანიშვილის თეატრში გასტროლი).

 

ლამბალო და ყაშასშემდეგ თოვლის დედოფალიდაიდგა. სამთვიანი რეპეტიციების დასრულებისას ჭიათურელი მაყურებელი გამაოგნებელი რეალობის წინაშე დადგა. თეატრის ადმინისტრაციამ, დაახლოებით, 2500-ლარიანი დაფინანსებით დეკორაციების შექმნა მოახერხა. პრემიერამ, რომელიც ნოვაციური ეფექტებით იყო გაჯერებული, სავსე დარბაზი რამდენჯერმე ფეხზე დააყენა და სპეკტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელი  უწყვეტად 15 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს.

 

მხატვრობა ნანა ყორანაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმები კი - ლელა ფერაძეს, რეჟისურა ჩემია. ამ წელში კიდევ სამი პრემიერის ჩვენებას ვაპირებთ ჩვენი მაყურებლისთვის, ვფიქრობთ, რომ გასტროლები მოვაწყოთ ზესტაფონში, ბათუმსა და ქუთაისშიც, - აღნიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღანელმა ამუკა ცერცვაძემ.

 

იქიდან გამომდინარე, რომ სპეკტაკლი ზღაპარია და თან კარგად დადგმული, დარბაზში ყველა ადამიანი გავბავშვდით, ასაკობრივი ზღვარი ყველასთვის წაიშალა და დავბრუნდით ლამაზ ასაკში. ეს ისეთი სპეკტაკლია, რომ ყველა ჭიათურელმა ბავშვმა უნდა ნახოს, - აღნიშნა ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მალხაზ წერეთელმა, რომელიც შვილთან ერთად ესწრებოდა წარმოდგენას.

 

ჭიათურის გამგებელის, სულხან მახათაძის თქმით, გამგეობა მაქსიმალურად ეცდება, ყველა ბავშვისათვის ხელმისაწვდომი იყოს ეს შესანიშნავი სპეკტაკლი.

 

 

მაყურებლი მსახიობებს და თეატრის ხელმძღვანელობას ემოციებით ულოცავდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია