დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მე-3 სკოლიდან გაგზავნილი ტიტები ლეიკემიით დაავადებული პატარებისთვის(Video)
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/04/15 11:52:59

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა გამართეს.

 

ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული პატარების თანადგომის და დახმარების მიზით გაიმართა.

 

მესამე სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძიბაზე სხეულის აგებულების შესახებ ისაუბრეს, ისაუბრეს იმაზე, რომ ყველა დაავადება განკურნებადია, მთავარია, სურვილი და ერთმანეთის თანადგომა.

 

ღონისძიების ორგანიზატორი პატარების დამრიგებელი, ბუნებისმეტყველების პედაგოგი, ქალბატონი ნინო გუბელაძეა, რომელმაც ღონისძიების შესახებ მოჭარბებული ემოციებით, ცრემლნარევი ხმით ისაუბრა.


„გვინდოდა, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა იმ პატარების ცხოვრებაში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა, გამხნევება. წარმოიდგინეთ, რამდენი  დედა და პატარა დგას ფანჯარასთან, გაჰყურებს გზას, საიდანაც ნუგეშს და თანადგომას ელის. გვინდოდა, ჩვენი სათქმელი გამოგვეხატა მათ მიმართ და გვეთქვა, რომ ყველა დაავადება დამარცხებადია, როდესაც სისხლის უჯრედებს თეთრი ბურთულები ერევა, ჩნდება ეს დაავადება. ჩვენს ღონისძიებასაც სახელი „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ სიმბოლურად დავარქვით. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პატარების სისხლი მალე გააწითლებს თეთრ ბურთულებს და ისინი ლაღი და ბედნიერები იქნებიან.“

 

ღონისძიების ბოლოს პატარებმა ზღაპრების კრებულები შეიძინეს,  საკუთრი ხელებით მოხატეს და ლეიკემიით დაავადებულ მათ თანატოლებს საჩუქრად გაუგზავეს, გზავნილით „გახდი ჩემი მეობარი!“

 

 

პატარები და მათთან ერთად მათი პედაგოგიც საფუძვლიან იმედს იტოვებენ, რომ  გზავნილი მეგობრობის შეთავაზების შესახებ, მომავალში ამ პატარებს მართლაც დაამეგობრებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია