დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები გახშირდება და გაძლიერდება“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/04/14 15:25:53

უფლებადამცველი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, სწორი და დროული პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ, რათა აღკვეთილი იქნას ოკუპირებული ტერიტორიების მომიჯნავედ მცხოვრები პირების გატაცების ფაქტები.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომპერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ამ ტერიტორიების მომიჯნავედ მცხოვრები პირების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაყვანის თაობაზე. ერთ-ერთი ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში .. აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი გელა თორია და ტარიელ ბერია დააკავაეს. დაკავებულები, სავარაუდოდ, აფხაზეთში გადაიყვანეს. სოფელ ხურჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივების, გელა თორიასი და ტარიელ მელიას დაკავების შესახებ . . აფხაზეთის დეფაქტო მხრემაც დაადასტურა, დაკავების მიზეზიადმინისტრაციის ხაზის, ., „საზღვრისდარღვევა. ამას ემატება აფხაზეთის მხრიდან, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრის და სოფელ ხურჩის თავზე რამდენიმე საათით ფრენის ფაქტი.

 

დარწმუნებული ვართ, რომ ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული პროცესების ფონზე. რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები გახშირდება და გაძლიერდება. ამ პროცესების ფონზე, ხელისუფლების ვალდებულებაა, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არსებული გამოწვევების განეიტრალება და პროცესების გართულების თავიდან აცილება. ასევე აუცილებელია საზოგადოება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნას სათანადო ინფორმაციით ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე, სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაცია საზოგადოებისათვის, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

 

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს განვითარებული სცენარი.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი კომპეტენციის მქონეს სახელმწიფო უწყებები სათანადო სამუშაოებს განახორციელებენ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებისათვის“, – ნათქვამია უფლებადამცველისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია