დაიბადა ერთ უბრალო, ღარიბ ოჯახში, რიგით მეორე შვილად. „ნეტავ, მაშინ მოვმკვდარიყავიო“ - ხშირად იტყვის მრავალჭირგამოვლილი მოხუცი ნოე ჩხაიძე, რომლის ცხოვრებას ცრემლად აკინSული ნოველებიც შეიძლება დავარქვათ. თუმცა, აქ არ მთავრდება ნოველა ბავშვობაზე. მართალია, უშვილო დედის ბიძასთან, მაგრამ მაინც გააშვილეს. ასე გახდა აკეთელი ნოე კალენიკეს ძე მორჩილაძე - აცანელი ნოე ესეფის ძე ჩხაიძე, იგივე „ესეფიჩი“, როგორც ახლობლები ეძახიან.
„გაყიდული ვარ ხუთ შაურად და ნახევარ კილო მარილად. ამ ფასად მიმაშვილა დედაჩემმა მის ბიძას, ოჯახი და ქონება რომ არ დაკარგულიყო. მერე გამზრდელი მამა მომიკვდა და დავრჩი მოხუცი „დედის“ ამარა. ღვიძლ დედას 4 წელი თვალით არ ვუნახივარ. მერე გავიცანი - დეიდას ვუძახოდი. ძმებიზა ვგიჟდებოდი და არ ვიცოდი, ჩემი ძმები თუ იყვნენ. 12-13 წლის ვიყავი, სიმართლე რომ გავიგე“.
გამზრდელებს დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს. თუმცა, დღემდე ახსოვს, როგორ ცემა დედობილმა, როცა პატარა ნოემ უთხრა - ნაშვილები ვყოფილვარო...
მიუხედავად ყველაფრისა, ჭაბუკი ნოეს ცხოვრებაში მზესავით თბილი სინათლეც შემოიჭრა - მას თინა ერქვა. აი, ამ სიყვარულზე მართლაც ღირს წერა, რადგან აცანაში დღესაც იხსენებენ ქალბატონ თინას, როგორც ქალობისა და ერთგულების შეუდარებელ მაგალითს. სიყვარული ქორწილით დაგვირგვინდა, მაგრამ... ეს იყო 1941 წლის 21 ივნისს. მეორე დილით გერმანია ომს უცხადებს საბჭოთა კავშირს. „ომი რომ დაიწყო, იმ დღეს შევირთე ცოლი. ჩვენი ქორწილის თამადა, ისიდორე ჩხაიძე, ომში ქორწილიდან წეიყვანეს და უთამადოდ დარჩენილი ქორწილი ბორის ჩხაიძემ გააგრძელა. მე სექტემბრამდე დამტოვეს და მერე წამიყვანეს ფრონტზე“...
ნოემ ერთხელ კიდევ მოუხედა მეუღლის შიშჩამდგარ, აცრემლებულ თვალებს და „გრუზავიკი“ მანქანით სადღაც, ჯანდაბისკენ წაიყვანეს. ასე უცერემონიოდ, წამიერად დამთავრდა სიჭაბუკე მის ცხოვრებაში.
***
ომი... შიმშილი... სიცივე... ტყვიების ზუზუნი... ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა. რამდენი თვეა, თინასთვის წერილი აღარ გაუგზავნია. ნოემ იცის, რომ იგი ელოდება... „არა, სიკვდილის უფლება არ მაქვს“ - ასე ფიქრობს ღრმა სანგარში, ტყვიების წვიმის ქვეშ. თუმცა, ფიქრი ვინ დააცალა. გერმანელების მიერ ჩამოგდებული ჭურვი პირდაპირ მის სანგარს დაეცა. ყველანი - ცოცხალი თუ დახოცილები ერთიანად დაიმარხნენ. ესეც არ აკმარა ბედისწერამ - ტყვედ ჩავარდა!!! აუტანელი შიმშილისაგან ჯანმრთელობაშერყეული, მომაკვდავი ტყვე გზაში დატოვეს. ასე შემთხვევით გადააწყდა მას ფიჩხისათვის ტყეში წასული ახალგაზრდა გერმანელი ქალიშვილი რუთ ცაპმანი, რომელმაც მოახერხა და ნაპოვნი „ფიჩხი“ ურმით სახლში მიიყვანა. მზრუნველობა და სითბო დროთა განმავლობაში სიყვარულში გადაიზარდა. მალულად ცხოვრებაც აუტანელი გახდა და... ნოე ჩხაიძემ და რუთ ცაპმანმა ჯვარი დაიწერეს. ოღონდ რუთმა არაფერი იცოდა თინაზე. მის ამბავს ვეღარც ნოე იკითხავდა. თუმცა, ამ დროს თინა ჩვეული ერთგულებითა და მოლოდინით, ამაოდ გაჰყურებდა აცანაში ეზოს ჭიშკართან ჩავლილ ფოსტალიონს...
ამასობაში კი, 1940 წლის 10 მარტს გერმანიაში, ქალაქ კუბახში დაიბადა გოგონა, რომელსაც ლიანა ნოეს ასული ჩხაიძე დაარქვეს.
საბჭოთა ჯარი უკვე ბერლინთან იდგა. გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. რუთის არც გაუგია - ნოე საბჭოთა ჯარს ჩუმად შეუერთდა. „გამევიპარე. შვილი დავტოვე ექვსი თვის (ტირის), რაც უბედურება მჭირს მე, იმის ცოდვით მომივიდა. 7 წელს მელოდა. მეძებდა საელჩოში. წერილები წერა ბათუმში, მერე გათხოვდა“.
როგორც იქნა, საქართველოს მოადგა ნოე. დაიხარა და მიწას დაეკონა. არავის გაკვირვებია - ტიროდა!
სული Sლივს მოიტანა აცანამდე. ეს იყო 1946 წლის შემდეგ.
თინა - აი, ვინც ცხოვრება ხელახლა დააწყებინა, ქალი, რომელიც მეუღლის აღსარებას ყოველთვის უსაზღვრო მოთმინებით ისმენდა. „საზღვარზე რო გადმევედი, მივხვდი, ჯოჯოხეთში მოვხვდი და სამოთხე დავტოვე. მარა, მაშინ ვერ ვიტყოდი, მეშინოდა... მარა, ნოსტალგიამ გადმომSალა და ნენეს გაკეთებული ლობიო მომენატრა კიდო. დედაც დამხვდა, ცოლმა ოჯახი დამახვედრა. შვილი მერე გამიჩნდა“.
მერე პირველი შვილი, ასმათი მოევლინა ქვეყანას. „კაცი ბჭობსო“ - ნათქვამია. თანდათან გრSნობდა ნოე საბჭოთა საელჩოში რუთ ცაპმანის მიმართვების მოსალოდნელ შედეგს. 1951 წლის დეკემბერში ნოე და თინა მცირეწლოვან შვილებთან, ასმათსა და მერაბთან (ტყუპისცალი სოსო უცებ გარდაიცვალა) ერთად, შუა აზიაში, კერSოდ, ყაზახეთში გადაასახლეს. ეს რუთ ცაპმანის Sებნის შედეგი იყო. „რომ შეიSლებოდეს, ამ წლებს ამოვშლიდი ჩემი ცხოვრებიდანო“ - ცრემლჩამდგარი იტყვის ხოლმე მოხუცი.
... გავიდა წლები. ასმათისა და მერაბის შემდეგ ნონა გაჩნდა. სამწუხაროდ, 10 წლის მერაბის ტრაგიკულად დაღუპვამ სამუდამო დაღი დაასვა ოჯახს.
ისევ დედაბოSმა და ნოეს უერთგულესმა თანამეცხედრემ - ქალბატონმა თინამ ივაჟკაცა - მერაბინა, მეოთხე ქალიშვილი ისეთ ფეხზე დაიბადა, რომ ოჯახს მომდევნონი - ბელა და მზია შეემატნენ. ყოველთვის ახსოვდათ, რომ მიუწვდომელ გერმანიაში მათი სისხლი და ხორცი - უფროსი და - ლიანა იყო. მაგრამ როგორ, რა გზით მიეღწიათ ხმა პოლიტიკურად და ტერიტორიულად ჩაკეტილი საბჭოთა კავშირიდან?!
გავიდა წლები... ასმათმა, ნონამ, მერაბინამ და მზიამ ოჯახები შექმნეს - ერთმანეთზე უკეთესმა სიSეებმა ხალისი შემოიტანეს. ბელამ ოჯახის შექმნაზე ვეღარ იფიქრა, სწავლას გადაჰყვა - მაშინდელ დროში ადვილი არ იყო სამედიცინო ინსტიტუტში მოწყობა. ასაკი მოეSალათ თინასა და ნოეს. სწორედ მაშინ, როცა ყველაზე Sალიან სჭირდებოდათ ერთმანეთი, ქალბატონ თინას გულმა უმტყუნა, უსაზღვრო სივყარულისა და სათნოების დამტევმა. სიკვდილის წინ შვილებსა და სიSეებს ანდერძად დაუბარა - გახსოვდეთ, უფროსი და უნდა მოSებნოთ!
ამასობაში „პერესტროიკა“ დაიწყო. ასმათს, სამსახურებრივი მოვალეობის გამო, 1989 წელს გერმანიაში მოუწია გამგზავრება, მაგრამ, მიუხედავად დიდი მონდომებისა, ვერც ლიანას კვალს მიაგნო და ვერც - დედამისის.
ბედის ბორბალი კი თავისით დაბრუნდა. ერთ დღეს ქალბატონი ასმათი და მისი მეუღლე, როდენ ქინქლაძე, მეგობრის ოჯახში გერმანიიდან მოწვეული საპატიო სტუმრების გვერდით ისხდნენ. აღმოჩნდა, რომ სტუმართაგან ერთ-ერთი ქალაქ საარბრიუკენის საპასპორტო მაგიდის უფროსი იყო. ნოე ჩხაიძის ცხოვრების ისტორია მაშინვე სუფრის მთავარ თემად იქცა, ხოლო გერმანელი სტუმრის დაპირება - უფროს დას გაპოვნინებთო - ერთ თვეში რეალობად იქცა.
პირველი წერილები ემოციებს ვეღარ იტევდა, განიცდიდა ყველა... დადგა ის დღეც, როცა ლიანა და მისი მეუღლე ედმუნდ შვარცლერი საქართველოში ჩამოვიდნენ. „მე ბედნიერი ვარ, რადგან უფალმა დამასაჩუქრა, ერთბაშად აღმოვაჩინე მამაჩემი და ხუთი დაიკო“ - იტყვის ქართული სისხლისა და ხასიათის, თავისი უმცროსი დების ალი-კვალი.
სიტყვები ვერ დაიტევს იმას, რაც ლიანას ჩამოსვლას მოჰყვება ხოლმე აცანაში, ნოე ჩხაიძის დიდ ოჯახში შთამომავლობა (6 შვილი, 12 შვილიშვილი, 7 შვილთაშვილი, 9 სიძე, 3 რძალი) იკრიბებიან და ერთმანეთს მხოლოდ სიყვარულს უმტკიცებენ. ასეთი თავშეყრის მოწმე პირადად ჩვენც ვიყავით.
გამორჩეული ურთიერთობა აქვთ ნოესა და ლიანას. სასაუბრო ენა კი - ცრემლები და მოფერებაა. ლიანამ მამას უსიტყვოდ გაუგო... თავის მხრივ „ესეფიჩი“ ემოციებს ვერ ფარავს და პატარა გოგოსავით ისვამს მუხლებზე 60 წელს მიღწეულ უფროს ქალიშვილს.
რუთ ცაპმანი კი, ლიანას დედა, რომელიც ახლა 90 წლისაა, გერმანული სიდარბაისლით - დინჯად და უსიტყვოდ იცქირება უკან, წარსულში.
ბოლოს საქართველოში ლიანა რამდენიმე კვირის წინ იყო, დამშვიდობებისას მოკრSალებით ითხოვა მისი ხუთი დის გამზრდელი აკვანი, რადგან ნოემბერში შვილიშვილი შეეძინება. სურს, იმ აკვანში ჩააწვინოს, თავადაც რომ უნდა ჩაწოლილიყო ოდესღაც... ასე ეზიარება ნოეს „გერმანელი“ შვილთაშვილი ქართულ ტრადიციებსა და დიდპაპის ცრემლიან ნოველებსაც...
ნატო გუბელაძე
კესო მახარაძე
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №37(341) 17-23 ოქტომბერი, 2005 წელი