საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №37(341) 17-23 ოქტომბერი, 2005 წელი
ხუთი წლის ცოტ­ნეს ამო­უ­წუ­რა­ვი შე­საძ­ლებლობები
2014/04/14 14:13:05

ქვენ რამ­დე­ნის ფარ­გლებში ან­გა­რი­შობდით ხუთი წლის ასაკ­ში? დი­დი - დი­დი, ათის ფარ­გლებში გცოდ­ნო­დათ. პა­ტა­რა ვუნ­დერ­კინ­დი ცოტ­ნე სხილაძე კი (მას ექ­ვსი წე­ლი ოთხ თებერ­ვალს შე­უს­რულ­დება) ისე­ვე უშეც­დო­მოდ ან­გა­რი­შობს ათა­სის ფარ­გლებში, რო­გორც ბეჯითი პირ­ველ­კლა­სე­ლი - ათის ფარ­გლებში.

 

 

მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი პა­ტა­რა ცოტ­ნეს სა­მი წლის ასაკ­ში გა­მო­უვ­ლე­ნია. პირ­ვე­ლად მა­შინ შე­­ნიშ­ნავთ მშობლებს ბავ­შვის რა­ღაც­ნა­­რი მო­უს­ვენ­რობა, რის შე­სახებაც, თურ­მე, თვი­თონ­ვე აცხადებდა. უფ­როს ძმას - გი­ორ­გის მო­­ფიქ­რებია, მო­დი, მა­თე­მა­ტი­კა­ში შე­ვე­კითხოთ რა­ღა­ცეებიო და სხარ­ტი გო­ნების პა­ტა­რას­გან ზუს­ტი პა­სუხებიც მო­უს­მე­ნი­ათ. ცოტ­ნე ხში­რად ეს­წრებოდა გი­ორ­გის მე­ცა­დი­ნეობის პრო­ცესს და თვი­თო­ნაც ყვე­ლა­ფერს შე­უც­დომ­ლად იმახსოვ­რებდა. სა­მი წლი­დან, ბებოს­თან ლო­ტოს უპ­რობლე­მოდ თა­მა­შობდა და 23-ის მა­გი­ერ გეტყოდათ: ორი­­ნი და სა­მი­­ნიო.

 

 

ამის შემ­დეგ ყვე­ლას ეხვე­წებოდა, ეს წა­მი­კითხეთ, ის მას­წავ­ლე­თო. ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც მობეზ­რდა ხვეწ­ნა-მუ­და­რა და გა­დაწყვი­ტა, თვი­თონ ეს­წავ­ლა წე­რა-კითხვა. „მას უნ­დო­და, სულ რა­ღაც წაგ­ვე­კითხა, გვეს­წავ­ლებინა. ჩვენ ყოველ­თვის არ გვე­ცა­ლა. ისიც და­ინ­ტე­რეს­და და ის­წავ­ლა წე­რა-კითხვა. ახლა და­მო­­კი­დებლად ზის და სწავ­ლობს ლექ­სებს, რო­მე­ლიც მო­­წო­ნება. ხსნის საბავ­შვო კროს­ვორ­დებს“, - გვიყვება ცოტ­ნეს დე­და ელე­ნე კი­კი­­ნი.

 

 

ახლა ცოტ­ნე გა­მარ­თუ­ლად კითხუ­ლობს ქარ­თულს, ნაბეჭდ რუ­სულს და ცნობს ინ­გლი­სუ­რის ასოებს. რო­გორც თვი­თონ ამბობს: S­ლი­ან უყვარს ნო­დარ დუმბაძე, გა­ლაკ­ტი­ონ ტაბიძე და მუხრან მა­ჭა­ვა­რი­­ნი.

 

„ცოტ­ნე, რო­გორ იწე­რება 6215?“ - ეკითხება პა­ტა­რა ვუნ­დერ­კინდს მის მე­ზობლად მცხოვ­რები კო­ტე ბაბუ (კო­ტე ქობალა­ვა - ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი). ერ­თი წუ­თის ფიქ­რის შემ­დეგ, ცოტ­ნე ზუს­ტად ასახელებს ციფ­რებს. რო­გორც ბატო­ნი კო­ტე ამბობს, ნების­მი­ერ ხუთ­ნიშ­ნა რიცხვს უშეც­დო­მოდ წერს. მან  მშვე­ნივ­რად იცის, რამ­დე­ნი სან­ტი­მეტ­რია მეტ­რში; ხსნის ერ­თუც­ნობიან გან­ტო­ლებებს; არ ეშ­ლება და­დებითი და უარყოფი­თი რიცხვები; ზუს­ტად გეტყვით, 1/2 უფ­რო მე­ტი რომ არის - ვიდ­რე 1/4. ეს-ესაა, ჭად­რა­კის თა­მა­შიც და­იწყო და შემ­დე­გი ორი სვლის წი­ნას­წარ გათ­ვლაც შე­ლია. მას ეხერხება ხატ­ვა, უყვარს სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა. მის­თვის სინე­ლეს არ წარ­მო­ად­გენს ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რების და­მახსოვ­რება, მათ შო­რის, მობილუ­რი­საც.

 

უფ­რო­სი ძმა გი­ორ­გი (ის მეშ­ვი­დეკლა­სე­ლია, სწავ­ლით ისიც გა­მო­ირ­ჩე­ვა.) ცოტ­ნეს ასე ახასი­­თებს: „ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭია, მაგ­რამ თა­ვი­სებურია. მე­ცა­დი­ნეობის დროს გვერ­დი­დან არ მშორ­დება და უნ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვას­წავ­ლო, უამ­რავ შე­კითხვას მის­ვამს“.


ცოტ­ნეს თა­ვის ტო­ლებთან ურ­თი­ერ­თობა უჭირს. ამი­ტო­მაც, უფ­რო­სი მე­გობრები ჰყავს. მას ცო­ტა ხნის წინ S­ლი­ან დასწყვი­ტეს გუ­ლი, რად­გან სკო­ლა­ში მი­ღებაზე უა­რი უთხრეს, - პა­ტა­რა ხარო. არა­და, ივ­ნის­ში საბუთები შე­­ტა­ნეს და ემ­ზა­დებოდა კი­დეც სას­კო­ლოდ. პირ­ვე­ლი კლა­სის წიგ­ნებსა და ტეს­ტებზე ეცი­ნებოდა - ეს უნ­და მას­წავ­ლონ სკო­ლა­შიო? მის­თვის პირ­ვე­ლი და მე­­რე კლა­სის მა­სა­ლა არა­ნა­ირ სიძ­ნე­ლეს არ წარ­მო­ად­გენს, არც სიახლეს, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე და­მო­უკი­დებლად აქვს შეს­წავ­ლი­ლი.


მიმდინარე სასწავლო წელს ცოტ­ნე სახლში გა­­ტა­რებს. გა­­სად კი, უეჭ­ვე­ლი, მი­­ღებენ სკო­ლა­ში, რად­გან უკ­ვე ექ­ვსი წლის იქ­ნება. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნებით შე­იძ­ლება ით­ქვას, მას სხვების მსგავ­სად, 12 წე­ლი ნამ­დვი­ლად არ მო­­წევს სკო­ლა­ში ყოფ­ნა, თუ ექ­სტერ­ნად სწავ­ლების უფ­ლება სა­მი­ნის­ტრომ არ წა­არ­თვა.

 

 

იამ­ზე ბრეგ­ვაძე

  

 

P.S. გან­სა­კუთ­რებული  ნი­ჭის ადა­მი­­ნებს შე­უძ­ლი­ათ, გა­მოგ­ვეხმა­­რონ...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია