დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას სჩადიოდა ხელვაჩაურელი ექიმბაში
2014/04/14 11:17:24

„მაგი უნამუსო რძალსაც უჭვრიტინებდა!" - გარყვნილი ექიმბაშის ვნებანი

 

„აგი კაცი მკურნალი იყო, ქალებიც მიდიოდნენ სამკურნალოდ, ის კიდე, წამლებით აბრუებდა და მძინარეებთან თავის საქმეს აკეთებდა"

ამ დღეებში ხელვაჩაურის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა, ექიმბაშმა . - თავისი სოფელი "ფარული" ნიჭით გააოგნა - მის "სამედიცინო განსწავლულობასთან" ერთად მისმა გადაღებულმა ფოტოებმა სოფელი ყალყზე დააყენა. ფოტოებზე გამოსახულ ქალბატონების ნათესავ-მოკეთეებთან ერთად "დამწყებ პაპარაცზე" შურისძიება ახლა მთელ სოფელს უნდა, თუმცა როგორც თავად ამბობენ, საუბედუროდ, ამას ვეღარ მოახერხებენ - გარყვნილი ექიმბაში და ფოტოგრაფი მისმავე ნათესავმა დანით ისე დაჭრა, რომ რამდენიმე დღე საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა... 

ექიმბაში საყოველთაოდ ცნობილი დედის გარდაცვალების შემდეგ გახდა, რომელიც ასევე მცენარეებიდან ამზადებდა სამკურნალო საშუალებებს. . - განაცხადა რომ დედამ მთელი თავისი ცოდნა მას გადასცა და პაციენტების მიღება დაიწყო. ასე რომ, "მკურნალს" ურიგო შემოსავალი ნამდვილად არ ჰქონდა... საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თუკი "მკურნალთან" ფეხი ვინმეს მიუცდებოდა, მისი მუდმივი პაციენტიც ხდებოდა... რატომღაც ეს არავის უკვირდა. ვაი-ექიმბაშს პაციენტები ცალკე გამოყოფილ ოთახში შეჰყავდა და როგორც აღმოჩნდა, წამლებით გაბრუების შემდეგ, აშიშვლებდა და მათთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა; ბოლოს კი ფოტოებს უღებდა, რომელთაც მათ დასაშანტაჟებლადვე იყენებდა... 

აი, რა გვიამბეს ვაი-ექიმბაშის თანასოფლელებმა. 

. . (ტექსტს გთავაზობთ უცვლელადსტილი დაცულია): 

-
ისე დეექცა და დეემხო მაგ უსინდისოს თავზე ყოლიფერი, რაფერც ცვენი ქალების ნამუსი დააქცია! მფერი კაი-კაი ქალები იყვნენ მაგის კარზე ატუზულები, რაც ვიფიქრებდი, იგენის ნამუსს თუ ასე შეარცხვენდა! არადა, თურმე რაში ყოფილა საქმე! სინამდვილეში იმფერ საქმეს უკეთებდა თურმე იმ საცოდავებს, მეტი ღონე არ ჰქონდათ, ნამუსის შენახვიზა გახადა იძულებულები მისთვის ფულები ეზიდათ! მამამისიც მაგფერი გონებაშეზღუდული იყო მაგ საქმეში და ეტყობა, დეემგვანა მამამისს...

- მოდი, დალაგებით მომიყევით ქალბატონო, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ისე, რომ ეს აქამდე ვერავინ გაიგო...

-
რა არის აქ დასალაგებელი?! აგი კაცი მკურნალი იყო, ქალებიც მიდიოდნენ სამკურნალოდ, ის კიდე, წამლებით აბრუებდა და მძინარეებთან თავის საქმეს აკეთებდა; რო მორჩებოდა თავის საქმეს, სურათებს უღებდა... მერე დეიბარებდა ამ ქალს, აჩვენებდა თავის ტიტველ სურათს და ეტყოდა, - ან ფული მომიტანე ან ამას შენს ქმარს და ოჯახს ვაჩვენებოამ საცოდავ ქალებს ამდენი ფული საიდან უნდა მიეტანათ?! ზოგი მაგ ფულისთვის თურქეთშიც კი წასული, - დააგროვებდნენ, გომოუგზავნიდენ ამ უნამუსო კაცს; აგი დახარჯავდა და მერე კიდო ეტყოდა, ფული აღარ მაქ, გამომიგზავნეო! მაგი უნამუსო! არადა, რომ შეხედავდი, კაცს გავდა, რავა ვიფიქრებდი, ამფერი საქმის ჩამდენი თუ იყო...

- როცა "პაციენტებს" საკმრისზე მეტი დროით კეტავდა ოთახში, ცოლ-შვილი ვერაფერს ეჭვობდა?!

-
რა უნდა ეეჭვათ, ეტყოდა, - ამის ავადმყოფობას ამდენი ხანი მკურნალობა ჭირდებაო! ცოლს ხომ არ დეისწრებდა სურათების გადაღებაზე?! ისე მაგისი ცოლიც თურქეთში იყო წასული. ქმარი, რომ სასიკვდილოდ დოუჭრენ, ჩამოვიდა და თქვა, სულაც მომკვდარაო! მაგი მაინც ვერ შემოვა ჩვენს სოფელში, - იგი შიშველი ქალები მობილურ ტელეფონში რომ ყავდა, მთელმა სოფელმა ნახა და მაგ ქალებს პატრონები ყავთ, ვინ შემოუშვებს მაგას სოფელში! ვინც აგი სურათები ნახა, ამბობს საშინელი სანახავები არიან, რომ უყურო, შეგრცხვებაო

- მერე რაღას უყურებდნენ?

. .:

-
ერთმა რომ ნახა, ღორმაც ნახა... მაგი ამბავი მაგის საკუთარმა შვილმა გატეხა პირველმა, - საცოდავი ახალგაზრდა ბიჭია, ასე 25 წლის, იმიტომ მოიყვანა საცოდავმა ცოლი, რომ მამამისს ეჭვრიტინა?! 

- იმის თქმა გინდათ, რომ შიშველ რძალსაც უღებდა ფოტოებს?!

- მინდა კი არა, მასე იყო! თურმე აბანოში ჭუჭრუტანა გააკეთა და იგი საცოდავი გოგო აბანოში, რომ შედიოდა, იმ ჭუჭრუტანადან უღებდა სურათებს მობილურით!

- რძალსაც აშანტაჟებდა, ფული მომიტანე, თორემ შენს ქმარს ვეტყვი, შიშველი რომ გნახეო? სად უნდა წაეღო ეს ფული ოჯახის გარდა?

-
ავადმყოფის ტვინს რას გოუგებ! ეტყობა, მაგის საწყალმა ბიჭმა მაგ დროს ეიღო ეჭვი. მამამისს რომ ეძინა, მაშინ მოუპარია ტელეფონი და კი უნახავს აგი შიშველი ქალების და მისი ცოლის სურათები! საწყალი გაგიჟებული გეიქცა თურმე ნათესავთან, - მამაჩემს უთხარი, წევიდეს სახლიდან და გამეცალოს, თუ არა, მოვკლავო. გამოყვა იგი კაცი თურმე და უთხრა ამ უნამუსოს, - რას აკეთებ შე გათახსირებულოო! ეს კიდე, გამეიქცა, დაავლო დანას ხელი და იმ ნათესავის მოკვლა მოინდომა. იგიც თავს ხომ არ მოაკვლევინებდა, - წაართვა დანა და დაარტყა. ახლა ამაზეც არ ეტყობა რომ ავადმყოფი და მანიაკი იყო? მარა რაფერც ვთქვი, მაგას მამაც მაგფერი ტვინით ავადმყოფი ყავდა... 

- მამამისი რაღას აკეთებდა?

- რას აკეთბდა და სადაც ქალის საცვლებს დეინახავდა გაკიდულს, მოხიკავდა და წეიღებდა სახლში!. შვილი მამას რომ არ დამგვანებოდა, რად უნდოდა ამდენი ქალის გაშიშვლება და გაუბედურება, სიკვდილი მაგას! 

- კი მაგრამ ასე როგორ ხდებოდა, რომ ამდენი ქალი ექიმის ნაცვლად ექიმბაშთან დადიოდა?

-
რა ვიცი, მაგას ვერ გეტყვი... მე ყველაზე მეტად მაგ ქალებში ერთ ბაღანას ვწუხვარ, მეთორმეტეკლასელი გოგო მიუყვანია დედამისს მაგ უნამუსოსთან თავის ტკივილის სამკურნალოდ და ორივე დედა-შვილი ერთად დოუძინებია და გოუშიშვლებია! ამ გაბრუების წამლებს, ეტყობა, კანაფის მოდუღებით აკეთებდა



ეთერ ერაძე

 

წყარო: kvirispalitra.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2867
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია