საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
აკაკი ბობოხიძე:"რას ფიქრობთ თქვენ, რომ ჩვენ ხარაკირს გავიკეთებთ ან ჩვენით ჩავჯდებით?" (ვიდეო)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/12 18:38:35

"ნაციონალური  მოძრაობის’’ წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემა ‘’რეაქციაში’’ ისაუბრა სამართლიანობის აღდგენაზე და ურჩია საზოგადოებას, რომ ამ პრეტენზიით "ოცნების" ხელისუფლებას მიმართონ.

''მე მინდა, ჩვენი 9 წლიანი რეჟიმით გაწამებულ ადამიანებსაც მივმართო, რომ დროა, უკვე ჩამოყალიბდნენ კარგად, დღეს თუ ვინმეს ეკუთვნის პრეტენზია, ეკუთვნის  "ქართულ ოცნებას". დღეს "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი, აღადგინოს სამართლიანიობა. არის სადმე აღსადგენი სამართლიანობა ? აღადგინონ, ჩვენ კი არ უნდა გვიწყობდნენ მიტინგებს, მიტინგი მოუწყონ ხელისუფლებას და მოთხოვონ, რომ აღადგინონ სამართლიანობა. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, აღადგინონ სამართლიანობა, ოღონდ პოლიტიკური შერჩევის ნიშნების გარეშე, ანუ დღეს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, ისე სწორად გაიაროს და ისე სწორად მართოს პროცესები, რომ, ერთი მხრივ, სამართლიანი მოთხოვნა, თუკი არსებობს სამართლიანობის აღდგენის თაობაზე, აღადგინონ , სუსის გაფრთხილებულ ხალხს ნუკი დაარბენინებენ ჩვენს კვალდაკვალ არამედ აღადგინონ სამართლიანიობა '' - განაცხადა აკაკი ბობიხიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია