დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორი თერჯოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/12 11:29:37

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.


 სახელმწიფო რწმუნებულმა -ქალაქ თერჯოლაში ხიდი და თერჯოლა-ტყიბულის გზის მონაკვეთზე მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.


აღნიშნული მონაკვეთი ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელი გზა არის და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს როგორც ადგილობრივი, ასევე ტყიბულის, ონის, ამბროლაურისა და ჭიათურის მოსახლეობაც. მხარის გუბერნატორი ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებს. მისი თქმით, მუდმივი კონტროლი შესასრულებელი სამუშაოების მაღალ ხარისხსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დროულად შესრულებას უზრუნველყოფს.


 

ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის 2-4 კმ - იან მონაკვეთს საგაო დეპარტამენტი აფინანსებს. სამუშაოებს სს „ერღოკატ მაკედონია“ აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროექტის საერთო ღირებულება - 839 999 ლარია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია