დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ორგანიზაციები 53 – ე სკოლის მასწავლებლებს სასწავლო პროცესის უპირობოდ აღდგენისკენ მოუწოდებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/12 00:51:17

53–ე სკოლაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია განათლების მინისტრს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. გთავაზობთ ამ განცხადებას:


გამოვთქვამთ წუხილს, რომ 53-ე საჯარო სკოლაში განვითარებული მოვლენების გამო უკვე ერთი კვირაა აღნიშნული სკოლის მოსწავლეები მოწყვეტილნი არიან სასწავლო პროცესს, რითაც ირღვევა მათი განათლების უფლება.


მას შემდეგ რაც გავეცანით გამოქვეყნებულ მასალებს, შევხვდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და 53-ე საჯარო სკოლის პედაგოგთა წარმომადგენლებს, თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ შემდეგი საჯარო განცხადება:


მოვუწოდებთ პედაგოგიურ კოლექტივს უპირობოდ, ორშაბათიდან აღადგინოს სასწავლო პროცესი და პრიორიტეტი მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებულ ბავშვის განათლების მიღების უფლებას.


ასევე მიგვაჩნია, რომ ორშაბათიდან სასწავლო პროცესის აღდგენა ხელს შეუწყობს სამინისტროსა და პედაგოგიურ კოლექტივს შორის დიალოგის ეფექტურ წარმართვას, რომელიც დადებითად აისახება სასკოლო ცხოვრების ნორმალიზაციაზე.


იმ შემთხვევაში თუ, პედაგოგთა კოლექტივი არ აღადგენს ორშაბათიდან სასწავლო პროცესს, მაშინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი სასწავლო პროცესის უახლოს ხანებში აღდგენის მიზნით, ვინაიდან, საფრთხე ექმნება მოსწავლეების უსაფრთხოებას და აკადემიურ ჩართულობას. 


არსებულ სიტუაციაში განვითარებულ მოვლენებზე მოქმედი კანონმდებლობით, პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დირექციას, მოვუწოდებთ მათ არ დაუშვან ვითარების ესკალაცია და საკითხის პოლიტიზირება.


 

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი

ასოციაცია „სკოლა- ოჯახი - საზოგადოება“

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი  

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია