საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგთა პროფკავშირის განცხადება
53 – ე სკოლის გათავისუფლებული დირექტორი ყვითელი პროფკავშირების აქტივისტია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/11 23:26:39

 

საქართვეელოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე თბილისის  53–ე საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ეთანხმება იმ აზრს, რომ სამინისტროს მიერ კანონიერად გათავისუფლებული დირექტორი პირადი მიზნებისათვის ბავშვებით მანიპულირებს, რაც ყოვლად დაუშვებელია და იკრძალება ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ ბავშვთა უფლებათა კონვენციით. 

გთავაზობთ მაია კობახიძის განცხადებას სრულად:


"სპმთპ გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას 53-ე საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვინაიდან ქალთა უფლებების მე-2 საერთაშორისო ყრილობაზე წარმოვადგენდი საქართველოს განათლების სისტემაში დასაქმებულ ქალთა ინტერესებს და  არ ვიმყოფებოდი საქართველოში,  განვითარებული პროცესების ირგვლივ ჩვენი მოსაზრებების გამოთქმა დავაგვიანეთ.


მიგვაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლების შესახებ, სამეურნეო და სხვა სახის დანაშაულებებისათვის კანონიერი ქმედებაა. ყველას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ინტერესები სამართლებრივი გზით.

 

სამწუხაროდ, 53-ე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  და პედაგოგთა ერთმა ნაწილმა აირჩია აბსოლუტურად მიუღებელი გზა თავის გადასარჩენად და ამ პროცესებში ჩართო მოსწავლეთა დიდი ნაწილი. გაფიცვა, როგორც პროტესტის ფორმა, აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით, როდესაც ირღვევა დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებები.

 

გაფიცვა იმ მოტივით, რომ დირექტორის  მოვალეობის შემსრულებელი გათავისუფლდა დარღვევებისათვის, ყოველგვარ ზნეობრივ და კანონიერ მოთხოვნებს სცილდება. პირადი მიზნების განხორციელებისათვის ბავშვების გამოყენება ეწინააღმდეგება პედაგოგის ეთიკის ყოველგვარ ნორმებს და იკრძალება ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ ბავშვთა უფლებათა კონვენციით.

 

პროცესი რომ მართულია, ეჭვს არ იწვევს და დასტურდება მრავალი ფაქტითა და იმ საჯარო განცხადებით, რომელიც გააკეთა 53-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ გეგეშიძემ: ,,გაათავისუფლონ ახლად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ორშაბათიდან სწავლა აღდგება.

 

მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით ფართოდ შუქდებოდა ე.წ. პროფკავშირების ჩართულობის საკითხიც. პედაგოგების და სრულიად საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ,,ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი“ დაფუძნდა 2012 წლის 2 ნოემბერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

დაფუძნებიდან 9 თვის შემდეგ საჯარო რეესტრმა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია გარდაქმნა პროფკავშირად, კანონის მოთხოვნების დარღვევით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამ ორგანიზაციის დამუძნებლებს შორის არის ქალბატონი ლალი რამინაშვილი და მისი და-ლია რამინაშვილი.

 

,,ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი“ დაფუძნებულია ძირითადად ,,პროფესიული სინდიკატის“ აქტივისტების და ყოფილი ხელისუფლების დავალებით, სპმთპ-ის წინააღმდეგ მოქმედი სპმთპ-ის ყოფილ ლიდერთა მცირე ჯგუფის მიერ.  

 

ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ ,,პროფესიული სინდიკატი“ დაფუძნებულია 2008 წელს ყოფილი ხელისუფლების მიერ, სპმთპ-ის ალტერნატივად, სპმთპ-ის დასუსტების მიზნით. ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან  ტარას შავშიშვილი და ლალი რამინაშვილი.

 

საერთაშორისო ორგანიზაცია ,,განათლების ინტერნაციონალმა“  ,,პროფესიული სინდიკატი“ არ ცნო პროფესიულ კავშირად და აღიარა ყვითელ პროფკავშირად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სპმთპ-ის ყოფილ ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც 2010-2012 წლებში ხელმძღვანელობდა  ქ-ნი ეკა ჩერქეზიშვილი, ახორციელებდა ყოფილი ხელისიფულების დაკვეთებს და გეგმებს სპმთპ-ის წინააღმდეგ. დადგენილია და, ეს ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

 

,,პროფესიული სინდიკატი“ და ეკა ჩერქეზიშვილი იმართებოდნენ ყოფილი ხელისუფლების მიერ, ხოლო მათ ინტერესებში საერთოდ არ შედიოდა პედაგოგთა დაცვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ორი ჯგუფი გაერთიანდა და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ,,პროფესიული სინდიკატის“ რეანიმაციის მიზნით, შექმნეს ახალი ე.წ. პროფკავშირი-,,ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი“, რომლის ვიცე-პრეზიდენტი არის ქ-ნი ეკატერინე ჩერქეზიშვილი.


ყოველივე ზემოთ აღნიშნული ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ორგანიზაცია არის გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მხარე და პროფკავშირის სახელს ამოფარებული  ყველა მეთოდებით ცდილობს, დაიცვას თავიანთი აქტივისტი. რის მტკიცებულებებასაც წარმოადგენს ეკა ჩერქეზიშვილის საჯარო განცხადება, როდესაც მან აქცენტი გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ გაფიცულ პედაგოგთა ინტერესების დაცვაზე და არაფერი უთქვამს პედაგოგთა იმ ნაწილის უფლებების შელახვაზე, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში და გამოთქვამდნენ მზადყოფნას, გააგრძელონ სასწავლო პროცესი. მათ მიმართ მოეწყო სირცხვილის კორიდორი და დაწყებითი კლასის მასწავლებელს, ქალბატონ ნატო ფურცელაძეს  მოსწავლეთა თანდასწრებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.


,,პროფესიული სინდიკატისა“ და ლ. რამინაშვილის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გაერთიანების თავისუფლების ექსპერტთა კომიტეტის N: 357, 362  და 370 ანგარიშებში, რაც განთავსებულია ILO-ს  ვებ-გვერდზე.


მოვიყვანთ ერთ მაგალითს: 2013 წლის თებერვალში ლალი რამინაშვილისა და ტარას შავშიშვილის მხრიდან საჯარო სკოლების დირექტორებზე განხორციელებული მუქარის თაობაზე ჩვენ მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.  განათლების სამინისტროს  შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ზემოაღნიშნული საქმის შესწავლა და შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე ტარას შავშიშვილი გათავისუფლდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. ჩვენთვის გაუგებარია, დროულად რატომ არ მოახდინა რეაგირება  განათლების სამინისტრომ ლალი რამინაშვილის მიმართ და რატომ გამოიჩინა ამგვარი ლოიალური დამოკიდებულება.


მივმართავ 53-ე საჯარო სკოლის  პედაგოგებს, გაანალიზონ ლალი რამინაშვილის უახლოეს წლებში მოღვაწეობა, არსებული დარღვევები, ხელოვნურად შექმნილი მიმდინარე მოვლენებიები და აღადგინონ სასწავლო პროცესი."

 

მაია კობახიძე

სპმთპ–ის პრეზიდენტი

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია