საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერეა თუ სასკვერე?!
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/04/11 17:07:18

საჩხერეში ღიად საუბრობენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა ზაბახიძისა, და გამგებლის, ამირან ნოზაძის, დაპირისპირებაზე. დაპირისპირების საფუძველი ამ შემთხვევაში საჩხერის სკვერების საკითხია.

ინგა ზაბახიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა:საჩხერეში რამდენიმე პატარა სკვერია. აკაკი წერეთლის, 9 აპრილის, ბათუმის სახელობის. სკვერები მცირე ფართობისაა და ადგილობრივ მოსახლეობას ის არ ყოფნის. არსებობს კიდევ მოსახლეობის ინიციატივით შექმნილი მცირე სკვერები, მაგრამ მათ არ აქვთ რეკრეაციული დანიშნულება და ვერც ქალაქის იერ-სახეს განსაზღვრავენ. ვფიქრობ, რომ მისასალმებელია მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერის გაშენება. ამით საჩხერეში იქმნება კიდევ ერთი მწვანე კუნძული, რომელიც დიდ პატივს მიაგებს მუხრანის ხსოვნას და ამასთანავე, ჩატარდება მასშტაბური რეკონსტრუქცია მერაბ კოსტავას სკვერშიც.

საჩხერისთვის მნიშვნელოვანია გამწვანების საკითხი, საკრებულომ შექმნა აიპზურმუხტი“, რომელიც ქალაქის გამწვანებაზე იზრუნებს. სვანეთიდან ველოდებით წიწვოვნებს, რომლებიც სავანის გადმოსახვევიდან დაირგვება, ბათუმიდან ჩამოვიტანთ პალმებს, ე.წ.კრუგებზე“ გაშენდება გვიანობამდე მოყვავილე მცენარეები. საჩხერლებს ახსოვთ, რომ ღამით ინთებოდააკაკის თავი“, ახლა მისი რეაბილიტაციაც საჭიროა და გამოყოფილია 53 ათასი ლარი. 107 ათასი ლარი გაიხარჯება მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერის მოსაწყობად, მათ შორის, ბიუსტისათვის - 47 ათასი ლარი, ხოლო მერაბ კოსტავას სკვერისათვის 253 ათასი, რადგან ამ სკვერში გასაკეთებელია შადრევანი, განათება, დეკორატიული კედელი, პატარა კაფე.“

გამგებელი ამირან ნოზაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში უამრავი სოციალური პრობლემაა და არ ღირს ასეთ საკითხებზე ორიენტირება. მოსახლეობის აზრი სკვერების შესახებ ორად იყოფა, ნაწილს მიაჩნია, რომ საჩხერეში მათი არსებობა აუცილებელია, ზოგიერთის აზრით კი ჯერ ამ საკითხებზე ფულის დახარჯვა ადრეა.

ერთმა ქალბატონმა, რომელმაც სახელისა და გვარის გამჟღავნება არ ისურვა, თქვა: „საკრებულოსა და გამგეობას სადარდელი ალბათ სხვა არაფერი აქვთ. სარვამარტოდ პრემიები დაირიგეს ქალიან-კაციანად და, მგონი, სააღდგომოდ ცალკე აპირებენ კიდევ. ნამდვილად მოსწრებაზე არიან, მაგათი უმეტესობა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თანამდებობებს ვერ შეინარჩუნებენ და ჩქარობენ, ეგებ დროულად მიიტანონ ბიუჯეტიდან ჩვენი ფული სახლებში, ვითომც ხელფასები აკლდეთ!“

(სარვამარტოდ საჩხერის საკრებულომ და გამგეობამ პრემიის სახით ასი ათას ლარზე მეტი გასცა. ავტ.).

სკვერების გაშენების მომხრეებს მოწინააღმდეგეები სკვეროფილებს ეძახიან, მოწინააღმდეგეებსსკვეროფობებს. მართალია, ორივე ირონიული სახელწოდებაა, თუმცა საჩხერეა თუ სასკვერე? - კითხულობენ საჩხერის საკრებულოს ოპონენტები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია