დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
24-საათიანი წყალმომარაგება – პერსპექტივა თუ „გაფრენილი ჩიტის“ უშედეგო დევნა(Video)
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/04/11 14:23:31

იმერეთის წყალმომარაგება დღეს და ხვალ“ – კონფერენცია აღნიშნული სახელწოდებით ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

 

შეხვედრის მთავარ თემას წყალმომარაგების კუთხით ქალაქში არსებული პრობლემები და სამომავლო გეგემების განხილვა წარმოადგენდა.

 

24-საათიანი წყალმომარაგების სისტემაზე გადასვლა ქუთაისის მოსახლეობის დიდი ხნის და ჯერაც აუხდენელი ოცნებაა. შეფერხებულ ოცნებაზე თავად ოცნების ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა  გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა და გაიხსენა რომ 24-საათიანი წყალით უზრუნველყოფა მათი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება იყო.

 

„რა თანხებიც დაიხარჯა, იმის სანაცვლოდ, ქალაქის ნახევარს მაინც უნდა ჰქონოდა 24-საათიანი წყალმომარაგება, მაგრამ ასეთი ტემპებით რეგიონული განვითარების მინისტრის, დავით ნარმანიას მიერ გასული წლის აგვისტოში დაანონსებულ, 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემაზე გადასვლა საკმაოდ შორეული მომავლის პერსპექტივას ჰგავს. ცენტალური ხელისუფლების ინსტიტუტებიდან რატომღაც ამ საკითხს თავს არიდებენ. დღეს შეხვედრაზე არ არის წარმოდგენილი რეგიონალური განვითარების სამინისტრო, არ არის გარემოს დაცვის წარომადგენელი და არც სემეკი. გამოდიან, გვპირდებიან  24-საათიანი წყალმომარაგება იქნება, მერე გაუვათ ვადა, წავლენ ხელისუფლებიდან და სდიე გაფრენილ ჩიტს“, – ამბობს „იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოცოაციის ხელმძღვანელზაზა ხელაძე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2368
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია