დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექიმბაში თანასოფლელებს აღმგზნებ პრეპარატებს აძლევდა და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/11 00:16:09

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების შედეგად 49 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინცინდენტის მიზეზი სოფლის ექიმბაშის გარყვნილება გახდა, რაც ქალბატონებისთვის მკურნალობის პერიოდში აღგზნების გამომწვევი მედიკამენტების მიცემასა და მათთან სექსუალური კავშირის დამყარებაში გამოიხტებოდა.


ადგილობრივები იმასაც ამბობენ,რომ ექიმბაში ინტიმურ სცენებს მობილურით იღებდა,რისი მეშვეობითაც ქალბატონებს აშანტაჟებდა და შემდგომში მათ სექსუალურ კავშირს აიძულებდა.

 

სოფლის ექიმბაშის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ თვითნასწავლი ექიმის პაციენტებთან ინტიმური კავშირის თვითმხილველი მისივე შვილი გახდა, რაც შემდეგ თავის ბიძაშვილს უამბო.

 

სახლს, სადაც ინცინდენტი მოხდა, თანასოფლელებისგან საპატრულო პოლიცია იცავს. დაჭრილი ექიმბაში ამ ეტაპზე კლინიკა „მედინაში“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ექიმები აცხადებენ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. სოფლის მოსახლეობა ექიმბაშის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.

 

 

წყარო: ტვ25

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია