დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ბიბლიოთეკები საბჭოური ხედვიდან ვერ გამოვიდნენ“-სემინარი ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/10 14:53:51

როგორ მივიძიოთ დამატებითი თანხები ბიბლიოთეკის განვითარებისთვის?-ამ თემაზე გაიმართა ტრენინგი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიოერო ბიბლიოთეკის ქსელში შემავალი ბიბლიოთეკების თანამშრომელთათვის.


ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ  სამეცნიერო დარგში რიტა წაქაძე შეკრებილ აუდიტორიას ბიბლიოთეკის პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.


„ბიბლიოთეკა არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, თუმცა არსებული თანხა, რაც სახელმწიფოსგან ირიცხება არასოდეს არის საკმარისი ბიბლიოთეკის განვითარებისთვის.  სამწუხაროდ ჩვენი ბიბლიოთეკები საბჭოურ ხედვაში არიან ჩარჩენილები, მართალია რაღაც კუთხით შეიცვალა საქმიანობა, მაგრამ მიდგომები ინფრასტრუქტურა  არ შეცვლილა. იმისთვის, რომ ბიბლიოთეკა საბჭოური ხედვიდან გამოვიდეს, აუცილებელია დამატებითი სახსრები, რის მოძიებასაც ცდილობს ბიბლიოთეკა.  თანხების დამატებით მოძიების გზებიდან ყველაზე გამართლებული მეთოდი არის საგრანტო პროგრამა, სწორედ ამ თემას ეხებოდა ჩვენი სემინარი სახელწოდებით-დამატებითი თანხები ბიბლიოთეკის განვითარებისთვის. ჩვენს ქსელში შემავალი 12 ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გავაცანით, ის მეთოდები, თუ როგორ მოიპოვონ დამატებითი თანხები, ეს იქნება საგრანტო პროგრამა თუ სხვადასხვა მცირე პროექტები. მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროს ჩვენი საზოგადეობის დიდი ნაწილი არ თვლის, რომ ბიბლიოთეკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია