დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ეწირება 33 წლის ნათელა ასანიძის სიცოცხლე მაცივარს და სარეცხის მანქანას?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/10 13:46:41

ქუთაისში, სულხან-საბას 83 ნომერში მცხოვრები 33 წლის ნათელა ასანიძე დახმარებას ითხოვს. 33 წლის ასანიძეს ორივე თირკმელი დახურული აქვს და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს. 6 სულიან ოჯახს საარსებო მინიმუმიც არ აქვს.


როგორც ნათელა ასანიძის დედამთილი ივეტა ნამიჭეიშვილი აცხადებს, მის რძალს თირკმლის პრობლემა სამი წლის წინ დაეწყო, მას შემდეგ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.


ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა  გუბაზ სანიკიძემ კი მხოლოდ, იმის შესახებ აცნობა, რომ მის განცხადებას განიხილავდნენ.


ოჯახმა დახმარება ვერც ქუ­თა­­სის მე­რი­ის სო­ცი­­ლურ სა­კითხთა და იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პირ­თა სამ­სახურისგან ვერ მიიღო.


„ხუთჯერ მყავდა ავადმყოფი ქალი მიყვანილი მერიის სოციალური მომსახურების საამსახურში, მაგრამ ასლარიანი დახმარებაც კი ვერ გაიმეტეს ჩვენთვის. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. დიალეზზეა მიერთებული. ოპერაციას საჭიროებს, მაგრამ არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. მის შვილის კინაღამ ჩააკვდა ხელში. გვეხვეწება ნუ მომკლავთ, მიშველეთ რამეო, მაგრამ ვერაფერს ვშველით“-განაცხადა ივეტა ნამიჭეიშვილმა.


ქუ­თა­­სის მე­რი­ის სო­ცი­­ლურ სა­კითხთა და იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პირ­თა სამ­სახურისგან უფ­რო­სი ზუ­რაბ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი განცახდებით,  აღნიშნულ პიროვნებას მისი სამსახურისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. იმ შემთხვევაში  თუკი ოჯახი შესაბამის სმსახურს განცხადებით მიმართავს და  ფორმა 100 მიიტანს  ნათელა ასანიძე ყოველთვიურად 100 ლარს და ასევე 100 ლარის მედიკამენტებს მიიღებს.


მერიის მიერ საკუთარი მოსახლეობისადმი გამოჩენილ უყურადღებობას აპროტესტებს  პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია. პარტიის წარმომადგენლის ზვიად წაქაძის განცახდებით, მაშინ როდესაც, ქუთაისში ადამიანები ავადმყოფობით და შიმშილით იღუპებიან, მერია საარჩევნოდ დაახლოებით ნახევარმილიონამდე პრემიის გაცემას გეგმავს, რაც ყოვლად მიუღებელი ფაქტია. წაქაძე მოუწოდებს ქუთაისის მერიის თანამშრომლებს უარი თქვან პრემიებზე და აღნიშნული თანხით მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დაეხმარონ.


 

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა 6 სულიანი ოჯახი,  სადაც ორი მცირეწლოვანია სოციალური დახმარებითაც ვერ სარგებლობს. დახმარების ვერ მიღების მიზეზი, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრში განუცხადეს  ოჯახში არსებული მაცივრი და სარეცხი მანქანა გახდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4311
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია