დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეიტინგი
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი უჩვეულო აეროპორტების ნუსხაში მოხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/10 09:49:14

რუსულმა პორტალმა novate.ru რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში არსებული უჩვეულო აეროპორტების სია გამოაქვეყნა. სწორედ ამ სიაში მოხვდა მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტიც.

 

აღსანიშნავია, რომ novate.ru -ს მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში, სულ 8 აეროპორტია და აქედან პირველი სწორედ, რომ თამარ მეფის სახელობის აეროპორტია. მესტიის აეროპორტის ილუსტრაციებთან ერთად, საიტზე აეროპორტის შესახებ თითქმის ყველა ინფორმაციაა თავმოყრილი. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების, ტურიზმის ხელშეწყობისა და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განვითარების მიზნითმესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2011 წელს ოფიციალურად გაიხსნა. აეროპორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1 400 მეტრზე მდებარეობს, რთული რელიეფის მიუხედავად, უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს. უსაფრთხოების გარანტი ის ტექნიკური აღჭურვილობაა, რომელიც ევროპელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით დამონტაჟდა


აეროპორტს 1120 მეტრიანი ასაფრენი ბილიკი აქვს, რომელიც ამინდის მიუხედავად, მცირე ლაინერების მიღებას მთელი წლის განმავლობაში შეძლებს
აეროპორტს საკუთარი სანავიგაციო სისტემა და სრულიად ახალი შენობა აქვს. პროექტი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან არქიტექტორს, მაიერს ეკუთვნის

 

წყარო "BPI"

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2782
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია