დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერეში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/04/09 19:16:16

1989 წლის 9 აპრილის მერე ზუსტად 25 წელი გავიდა. სისხლიანი ღამის გმირების გასახსენებლად საჩხერეში ღონისძიება გაიმართა.

 

წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა დავითმა, 9 აპრილის სკვერში, გმირთა მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა, რომელსაც ესწრებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზამბახიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ნოზაძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ნონა ტყემალაძე, ადგილობრივი მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

 

პარაკლისის შემდეგ მამა დავითმა ისაუბრა საქართველოს წარსულსა და მომავალზე, მოუწოდა ხალხს, რომ რწმენაში გამტკიცებულიყვნენ და სისხლით მორწყული მამული ჰყვარებოდათ. პანაშვიდის დასრულების შემდეგ საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში მხატვრული ღონისძიება დაიწყო.

 

ადგილობრივი ძალებით გამართულმა კონცერტმა გულგრილი არავინ დატოვა, განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო ზვიად გამსახურდიას ისტორიული სიტყვის აუდიოჩანაწერის მოსმენა და ვაჟთა ვოკალური გუნდის მიერ შესრულებული,,ჩემო კარგო ქვეყანა“. ღონისძიება მთლიანად კულტურის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული (ხელმძღვანელი ედემი აბრამიშვილი).

 

9 აპრილის სკვერსა და კონცერტზე სიმბოლურად ძირითადად წითელი ტიტები მიიტანეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2837
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია