დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი თევზაძე:"9 აპრილი ერთდროულად მწუხარებისა და გამარჯვების დღეს წარმოადგენს"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/04/09 14:01:50

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს და ცხრა აპრილის მნიშვნელობაზე მიუთითებს

9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში და შეუფასებელია. იგი  ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძების და თავგანწირვის სომბოლოდ.


 ამ დღეს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში  დაღუპულები საქართველოს უახლესი ისტორიის გმირები არიან და მათ გმირობაზე მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ.

 

9 აპრილი ერთდროულად მწუხარებისა და გამარჯვების დღეს წარმოადგენს. ამდენად, მას დამსახურებული ადგილი უკავია საქართველოს ცხოვრებაში. შესაბამისად, ყველა დროის ხელისუფლებას ევალება, სათანადოდ დააფასოს და გაითვალისწონოს ცხრა აპრილის  მონაწილეების მიერ გაწეული ღვაწლი იმ ღირებულებების დასაფასებლად, რომელსაც შეეწირნენ გმირები და რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი ზიანი მიიღეს აქციის მონაწილეებმა.


თავად ცხრა აპრილის მონაწილე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე  მიმართავს ხელისუფლებას  და შეახსენებს, რომ აუცილებელია დღესაც  ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ყურადღება მიექცეს   1989 წლის 9 აპრილის  დაზარალებულების ჯანმრთელობას. აგრეთვე, შეიმუშავოს მათვის სოციალური სახელმწოფო პროგრამები და უზრუნველყოს მათი დაფინანსება.  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია