დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სკოლებს შორის სპორტული მარათონი გაიმართა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/08 13:45:25

ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და ანდრია რაზმაძის სახელობის №41 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, სპორტული მარათონი გაიმართა.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო  განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

 

მძლეოსნობაში  ქუთაისის 25 საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.


მძლეოსნობაში გამარჯვებულ გოგონებს და ბიჭებს მედლები და თასები გადაეცათ.

 

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორის ნათია ნამიჭეიშვილის განცახდებით, სპორტული მარათონის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია