საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
14 აპრილს ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საინტერესო ლიტერატურული კონკურსი გაიმართება
2014/04/08 12:38:01

14 აპრილს, 12 საათზე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსი.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მწერლებს, ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, შემოქმედ ახალგაზრდობას.

 

კონკურსის პირობები: მონაწილეებმა ჟიურის მიერ მოცემულ თემაზე, განსაზღვრულ დროში, იქვე უნდა შექმნან ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა, ნოველა, ესეი, პუბლიცისტური წერილი) და ფსევდონიმით წარმოადგინონ.


გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან სოლიდური პრიზებით, ყოველ მონაწილეს კი გადაეცემა სიგელი.


კონკურსში მონაწილეობის მსურველთ ვთხოვთ, საკუთარი CV წინასწარ გამოგვიგზავნონ ელექტრონულ მისამართზე kutaisilibrary@gmail.com, ან წარადგინონ ბიბლიოთეკის დირექციაში 2014 წლის 11 აპრილის 18.00 საათამდე.


დამატებითი ინფორმაციისათვის უნდა დაუკავშირდეთ ტელეფონებზე: 24 56 80; 599 98 40 77; 593 23 83 42

 

ვებ-პორტალი psnews.ge ექსკლუზიურად გამოაქვეყნებს ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ ნაწარმოებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2932
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია