დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მზისფერი პოეზიის ფურორი ქუთაისში
2014/03/27 19:44:00

დღეს, 27მარტს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე ოთახში, ნესტან კუტივაძის ორგანიზატორობით, გაიმართა პრეზენტაცია ამავე უნივერსიტეტის  მეორე კურსის სტუდენტის ირაკლი ჯაფარიძის წიგნისა – „ჩრდილები მზისფერ ლომბარდიდან“.

 

ირაკლი დაიბადა 1994 წლის 29 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და სწავლა წერეთლის უნივერსიტეტში მათემატიკის სპეციალობაზე განაგრძო. წერის გარდა უკრავს გიტარაზე და ასევე მღერის კარგად.


მეორე კურსის სტუდენტისთვის ეს პირველი ლექსების კრებულია. იგი მან თავისი ხარჯებით გამოსცა. შემოქმედებას დადებითი შეფასება მოჰყვა როგორც თანატოლების, სტუდენტების, ასევე პროფესორ-ლექტორების მხრიდანაც. როგორც თავად ავტორმა განაცხადა, იგი წერს ყველა იმ პრობლემაზე, რაც ახალგაზრდებს აწუხებს.



მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ონიანი ამბობს: „მე მას მათემატიკურ აბსტრაქციას ვასწავლი და ის თურმე, ჩემდა დამოუკიდებლად, პოეტურ აბსტრაქციასაც ეუფლებოდა... ლექსი ეს არის სიტყვაში კონცენტრირებული ფორმულა.“



ლექტორი ლუკა დვალიშვილი: „სიტყვით ჭაშნაგირობა არის ყველაზე კარგი საქმე“.



პრორექტორი შალვა კირთაძე: „ლამაზი კაცი, რომელსაც ლამაზად დაწერა შეუძლია. მისგან კარგი პოეტი დადგება და ვუსურვებ წარმატებას.“



წარმოგინდენთ ამონარიდებს ირაკლის რამდენიმე ლექსიდან:

 

„...მზისფერ დღეთა სიიამით,
გვიხმობს ჩვენი ბავშვობა,
ო, მზადა ვარ, მათ მივცე
ჩემი ახალგაზრდობა!“

„იმედი აღორძინებას
გზაზე ცრემლებად ეყარა,
აენთე, ჩემო სამშობლოვ!
გაბრწყინდი, ჩემო ქვეყანავ!“

 

 

მარუსა ხურციძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია