დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს მინისტრი ჭიკაიძე: „ნაციონალები“ ზონდერჯგუფებს ქმინიან... იგეგმება ხელისუფლების ცვლილება...“
2014/04/07 11:27:41

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ჭიკაიძე ევრომაიდანის საქართველოში განმეორებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს იდეა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით აქტიურად განიხილება.

 

მისივე ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მიზნით მობილიზება უკვე დაიწყო. მინისტრის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წევრებს ამ საქმეში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც ეხმარება, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში.

 

„დიახ, არის ასეთი ინფორმაცია. მათ სურთ რაღაც ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე. მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობიზილებას მოახდენენ. მე მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები, თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს“, - აცხადებს ჭიკაიძე და აღნიშნავს, რომ ამ გეგმის მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა და ხელისუფლების შეცვლაა.

 

მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელებას „ნაციონალური მოძრაობა“ სავარაუდოდ თვითმმართველობის შემდეგ აამუშავებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ „გარკვეული ნიადაგი მანამდეც მოსინჯონ“.

 

ქვეყნის პირველი პოლიციელი პირობას დებს, რომ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, უმკაცრესად დაისჯებიან.

 

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებთ და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება“, - აცხადებს ჭიკაიძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

 

 

წყარო: http://newposts.ge/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია