დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფო ხარატი: ასარჩევი კანდიდატურა ნდობას ვერ იყიდის
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/04/06 19:07:17

 როგორია წინასაარჩევნოდ ქვეყნის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და რამდენად ითვალისწინებს ამომრჩეველი და ასარჩევი ფსიქოლოგიურ მომენტებს? დემოკრატიულ დასავლეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება სწავლებისა ის არის, რომ მოსწავლეს ასწავლონ არჩევანის გაკეთება (ეს მხოლოდ ადმინისტრაციის არჩევნებს არ ეხება, ბუნებრივია).

იქედან გამომდინარე, რომ საქართველო არჩევნებიდან არჩევნებამდე განსაკუთრებულად ცხოვრობს, ვცადეთ, გაგვერკვია არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე მომენტი, რაშიც დაგვეხმარება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფსიქოლოგი, სოფო ხარატი.

 

სოფო ხარატი:

        არჩვენების თემა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებში, სადაც მთავარი ძალაუფლება არა ხალხს, არამედ ხელისუფლებას აქვს და აქდან გამომდინარე, ადამიანები საქართველოსნაირ ქვეყნებში უფრო მეტ ემოციას ხარჯავენ არჩევნების დროს, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, სადაც სოციალურ კლიმატს ხალხი წყვეტს.

 

საქართველოში და მსგავს ქვეყნებში ცდილობენ, ისეთი ადამიანი აირჩიონ, რომელიც ,,ყველანაერად კარგი" იქნება. თვითონ ეს მოთხოვნაც კი, რომ ხელისუფალი ,,ყველანაირად კარგი" უნდა იყოს, მოდის იქედან, რომ თავიდანვე გამორიცხონ ის შეცდომები, რომელიც შესაძლოა ,,ყველანაირად არაკარგმა" ადამიანმა დაუშვას, მაგრამ თუ ის ,,ყველანაირად კარგია", ეს ნაკლებად მოხდება_ანუ შეცდომები და დანაშაული.

 

შედეგი კი ის არის, რომ ილუზია, რომელსაც ადამიანები თვითონ ქმნიან, მალე ქრება. რადგან უშეცდომო ფენომენები არ არსებობენ და რომც არსებობდნენ, არსებობს ხალხის შემდეგი მიდგომა: პირველ ეტაპზე გაღმერთების შემთხვევა და შემდეგ ეტაპზე ტახტიდან ჩამოგდების კი არა, ,,ჩამოთრევის" პრობლემა.

 

ეს იმიტომ ხდება, რომ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ და ერთ ადამიანზე არ უნდა შეიქმნას ყოვლისშემძლეობის ილუზია, რადგან იმედგაცრუების მომენტი გაცილებით რთული და სწრაფი იქნება და ეს შედეგი გარდაუვალია!

 

როგორი უნდა იყოს ადამიანი , რომელიც სასურველი იქნება პოლიტიკური ლიდერობისთვის? ამომრჩეველეს უნდა ჰქონდეს  ასარჩევ  კანდიდატზე შემდეგი ინფორმაცია: 1.რა პროფესიით აქვს ამ ადამიანს ყველაზე დიდი გამოცდილება;

 2.რა იყო მისი ყველაზე დიდი პოლიტიკური და სამსახურეობრივი შეცდომა;

 3.რამდენად პასუხისმგებლობის მქონეა ეს ადამიანი და რაში გამოიხატება ეს ;

4.როგორი გარემოცვის მატარებელია, ანუ გარემო, სადაც ის ტრიალებს, რამდენად ჯანსაღია და რამდენად საქმიანი;

 5.რამდენად საფუძლიანად აინტერესებს მოსახლეობის მოსაგვარებელი პრობლემები და სად ისმენს ამ პრობლემე. იგი ადამიანებთან ატარებს რეალურად დროს თუ ონლაინით კითხულობს მხოლომათი პრობლემების შესახებ;

 6.უკეთესია, თუ ასარჩევი ადამიანი დაოჯახებული იქნება.

 

 მნიშვნელოვანი გარეგანი ფაქტორები, რომლებიც ამარჯვებინებენ ადამიანს არჩვენებში:

 

1.სწორი იმიჯი  – სხეულის ენა. ეს არის ის, რასაც ადამიანები პირველივე 5 წამის განმავლობაში აღიქვამენ ;

2.ჩაცმულობა (ამის აღქმას 3 წამი ჭირდება);

 3.ქცევის მანერა (ძლიერი გავლენა ადამიანური აღქმის ფილტრებზე),

 4.ლაპარაკის მანერა (ხმის ტონი განსაზღვრავს ემოციას),

 5.ლექსიკის გამოყენების სწორი მანერა (გამართული საუბარი),

 6.მოსმენის უნარი-ადეკვატურობა,

 7.ქარიზმა/შინაგანი პიროვნული ძალაუფლება/საკუთარი თავის მართვა,

 8.ადამიანებში პოზიტიური ემოციის გამოწვევა-აღფრთოვანება,

 9.მომავალზე პოზიტიური ორიენტაცია,

 10.რაიმე ახლის და განსაკუთრებულობის შეთავაზება,

 11.ცხოვრების შეცვლის გარანტიები,

 12.ის ფაქტორი, რომ იგი ნებისმიერი მათგანისთვის კონტაქტური იქნება და მოისმენს ნებისმიერი ადამიანის პრობლემას,

 13.დაპირება (სწორი დაპირება ნიშნავს, არა: მე გავაკეთებ, არამედ მე თქვენი დახმარებით და რჩევით შევძლებ მოვაგვარო ის საკითხები, რომლებიც თქვენ ძალიან გჭირდებათ) 14.გულწრფელობა, ადამიანურობა, რაც ხალხს მის მიმართ ნდობას გაუჩენს,

 15.ყველაზე რთული მისაღწევი ნდობის ჩამოყალიბებაა ,რადგან ეს ის მომენტია ,რის ყიდვასაც ვერავინ ახერხებს.

 

 

 P.S. ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენ მმართველი გვიჭრდება. ასე რომ, ჩვენს ლიდერს უნდა შეეძლოს ზუსტი და ხანდახან რადიკალური ზომების გატარება!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია