დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისს ხელისუფლების კეთილი ნების გარეშე, ვერანაირი სტრატეგიული გეგმა ვერ განავითარებს“-გია თევდორაძე
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/05 14:22:52

ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმას გამოეხმაურა. თევდორაძის განცახდებით, ეს არის გეგმა-გეგმისთვის და შეხვედრა-შეხვედრისთვის და კრახისთვის არის განწირული.


„ჩემი არც თუ ისე მწირი გამოცდილების გამო განვაცხადებ, რომ ქალაქს უნდა გააჩნდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა. ამ გეგმაზე მუშოაბა ჩვენი მმართველობის  პერიოდშიც მიმდინარეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს უნდა იყოს ძლიერი დოკუმენტი. მაგრამ არცერთ გეგმას არ შეუძლია განავითაროს ქუთაისი და მსგავსი ტიპის ქალაქები  თუ არ იქნება ცენტრალური ხელისუფლების ნება და  გარკვეული  ხელოვნური ბიძგი, როგრიც არის ადმინსტრაციული აქცენტის გადმოტანა სხვადასხვა ქალაქებში. სამწუხაროდ  პარლამენტის გადატანასთან  დაკავშირებით ხელისუფლების აზრს მიკლებული, რიტორიკული განცხადებების გამო ოთხი ხელმოწერილი პროექტი შეჩერდა ქუთაისში. რადგან არცერთი ინვესტორი არ ჩადებს თანხას იმ ქალაქში, რომლის მომავალიც გაურკვეველია“-განაცხადა გია თევდორაძემ.


ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას განცხადებით, კი ქალაქს აუცილებლად უნდა გააჩნდეს განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომლის შემუშავების პროცესშიც ფართო საზოგადოების ჩართულობა ხდება. მან, ასევე  აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ თემის გარშემო ასეთი აჟიოტაჟი.


„ეს არის ქალაქგანვითარების გეგმა, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ქალაქს, რატომ შეიქმნა ასეთი აჟიოტაჟის მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ, „ნაციონლურ მოძრაობას“ მხოლოდ პრობლემის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა სურს და არა პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა. რისი კარგი მაგალითიც არის, მერიის მიერ სოციალურად დაუცველთათვის 3000 ათასი ლარის გამოყოფა, რასაც საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, ამიტომ ამ ადამიანებთან   კონსტრუქციული დიალოგი შეუძლებელია“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

  

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 2015-2017 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარეგლებში მერის მოვალეობის შემსრულებელი შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მართავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია