დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქველმოქმედება პატარებისათვის
,,კეთილი სამარიელის“ საჩუქრები ჭიათურელი ბავშვებისათვის
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/04/05 12:58:00

 4 აპრილს ჭიათურის მუნიციპალიტეტს ორგანიზაცია ,,კეთილი სამარიელიეწვია, რომელმაც ამჯერად 600 ბავშვისათვის ჩამოიტანა ჰუმანიტარული ტვირთი. ამ ორგანიზაციამ გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო ჭიათურელი ბავშვებისათვის ტვირთის შემოტანა და ამდროისათვის მესამე აქცია მოეწყო.

 


 ,,საქართველოში 12 წელია, რაც არსებობს ,,კეთილი სამარიელისნაციონალური ჯგუფი, რომელიც მიმდინარე წელში 110 ათას ბავშვთან მივა და გადასცემს პაკეტებს, რომლებიც მათივე თანატოლების მიერ არის გამოგზავნილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

 

ყოველი წლის ბოლოს, ნოემბერში, ბავშვები აწყობენ თავიანთი შეხედულებების მიხედვით პაკეტებში თანატოლებისათვის საჩუქრებს და განვითარებადი ქვეყნებისკენ აგზავნიან. ამ აქციაში თითქმის მთელი მსოფლიოა ჩართული, 150–ზე მეტი ქვეყანა ამ ჰუმანიტური ტვირთის გამცემია, ან_მიმღები.

 

ამ ტვირთის შეგროვებაში განსაკუთრებულ მონაწილეობას იღებენ ეკლესიები. წესით, ჰუმანიტარული ტვირთი ბენეფიციარებამდე მიდის საშობაოდ, მაგრამ ვერ მოვასწარით ტვირთის მთელ საქართველოში გადანაწილება, ხელი შეგვიშალა კლიმატურმა პირობებმაც“_აღნიშნა ,,კეთილი სამარიელისდა მოწაფების ჯგუფის კოორდინატორმა ხათუნა წკრიალაშვილმა.

 

ჭიათურის საჯარო სკოლებიდან შერჩეული იყო 5-5 მოსწავლე სოციალური ნიშნით, რომლებმაც მიიღეს ჰუმანიტარული ტვირთი (ჭიათურის მოსწავლეების ნაწილმა გასული წლის ზაფხულსა და მიმდინარე წლის საახალწლო პერიოდშიც მიიღეს ჰუმანიტარული პაკეტები).

 

 ამის შემდეგ მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე არსებული ათი სოფელი შემოიარა ,,კეთილი სამარიელისსამკაციანმა ჯგუფმა და თითოეულ სოფელში საშუალოდ 50 ბავშვი დაასაჩუქრეს.

 

,,კეთილ სამარიელსტვირთის ორგანიზებულად გადატანაში ჭიათურის მუნიციპალიტეტი დაეხმარა. ამ ქველმოქმედებისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა.

 

ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ ჰქონდა წინასაარჩევნო პიარს ადგილი, რაზეც ,,სამარიელთაწარმომადგენელმა თქვა: ,,ჩვენ აპოლიტიკური ორგანიზაცია ვართ და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა აუცილებლად გვჭირდება მიზნობრივ ჯგუფებთან მისასვლელად. ტვირთის ჭიათურაში ჩამოტანა კი უკავშირდება ინა ასანიძეს, რომელიც წარმოშობით ჭიათურელია და წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო.“

 

რამდენიმე ადამიანს აქციის შეფასება ვთხოვეთ:

ხატია (მოსწავლე): დღეს ჩემი დაბადების დღეა და ძალიან ლამაზი და მოულოდნელი საჩუქარი მივიღე, ჩემს პაკეტში იდო სათამაშოები, ტანსაცმელი, ჯაგრისი, ტკბილეული. თან ყველაფერი ძალიან ლამაზი და კარგია. უკვე გავსინჯე შოკოლადი, რომელიც უგემრიელესია.

შორენა (მშობელი): ბერეთისა მაღალმთიანი სოფელია და აქ ძალიან ბევრს უჭირს. ამ გახარებულ ბავშვებს რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ნეტავ ბევრჯერ გაახარებდნენ ბავშვებს!

 

დღეს ,,კეთილი სამარიელებიჩხოროწყუში, ფოთსა და წალენჯიხაში ადგილობრივ ბავშვებთან ერთად გალიდან გადმოსულ ბავშვებსაც გადასცემენ ჰუმანიტარულ ტვირთს.

 

 ,,სამარიელებიდაუკავშირდნენ ასევე საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დირექტორს, თამარ ზაბახიძეს და აღუთქვეს საჩუქარი ყველა ბენეფიციარისთვის.

 

ჭიათურაში ტვირთის ჩამოტანის ინიციატორმა ინა ასანიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა: ,,ვაპირებ, რომ კვლავ გავაგრძელო ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანა ზემო იმერეთში. ემიგრაციული ცხოვრების დასრულების შემდეგ ეს პირველი აქცია არ არის და არც ბოლო იქნება. ვაპირებ, რომ დავეხმარო ჭიათურის დანარჩენი სოფლების ბავშვებსაც.“

 

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მცირე ხნის შემდეგ ინა ასანიძის ინიციატივით ჭიათურაში გაიმართება საღამო, რომელზეც მიწვეული იქნებიან ძირითადად ჭიათურის ძველი თაობის წარმომადგენლები.


 

აღსანიშნავია ისიც, რომ ინა  ასანიძე ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით  100-ზე მეტ უმწეო მოხუცს დღესასწაულებზე სხვადასხვა საჩუქრებით აკითხავს და ზოგიერთ მათგანს მკურნალობა-რეაბილიტაციითაც უზრუნველყოფს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია