დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შოთა მურღულია გია თევდორაძეს დებატებში მონაწილეობაზე თანხმდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/05 13:03:18

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია საპარლამენტო უმცირესობის წევრს გია თევდორაძეს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. მურღულიას განცხადებით, თევორაძის დღეს გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მას არასოდეს უთქვამს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან უნდა გადავიდეს.

 

 

„ქუთაისში ჩამოსვლის დღიდან აღვნიშნავ, რომ პარლამენტი ქუთაისის განვითარებისთვის  მნიშვნელოვანია. ასევე, მიმაჩნია, რომ ის უპრეცენდენტოდ დიდი თანხა  350 მილიონი ლარი, რაც პარლამენტის მშენებლობისთვის დაიხარჯა ტყუილად არ უნდა დაიკარგოს და პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. რაც შეეხება თევდორაძის მიერ ჩემს დებატებში გამოწვევას, თუკი მას სურს 9 წლის განმავლობაში ქუთაისში დაუსრულებელ და მოუგვარებელ პრობლემებზე ისაუბროს, მე თანახმა ვარ დავჯდე მასთან ერთად დებატებში“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია