საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ელექტროლიტური დისოციაციის თეორიამ“ წარმატებით ჩაიარა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/04 17:25:14

21 მარტს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის X1 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე „ელექტროლიტური დისოციაციის თეორია“.

 

ბუნებაში ყოველივე ერთმანეთს უკავშირდება და აქედან გამომდინარე, ბევრი აქვს საერთო საბუნებისმეტყველო დარგებს ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას. სწორედ მოცემულ საგნებთან ინტეგრირებით ჩატარდა ღია გაკვეთილი. მონაწილეები დაიყვნენ შვიდ-შვიდ წევრიან ჯგუფებად, რომელთაც სხვადასხვა დავალებების შესრულება მოუწიათ.

 

ქიმიის მასწავლებლის, ქ–ნ მარინა რუსაძის, დახმარებით და ჩვენი დიდი მონდომებით ჩავატარეთ ცდები, რომლებიც დაგვეხმარა ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის უკეთ შემეცნებაში.

 

მეტად საინტერესო გახლდათ ყოველი ჩვენგანისთვის გაკვეთილისთვის მზადების პროცესი. მოვიძიეთ უამრავი მასალა, დავამზადეთ პოსტერები, სლაიდები, რომლებიც საშუალებას აძლევდა მნახველს, მაქსიმალურად დეტალურად წარმოედგინა ჩვენ მიერ აღწერილი პროცესები. გამოვიყენეთ ჩვენი მცირე გამოცდილება და ასევე მოვამზადეთ შესაბამისი ფოტომასალა, შევქმენით ელექტ. ფორმატის პრეზენტაციები. მოპოვებული მასალები დავამონტაჟეთ და შევქმენით ვიდეო, რომელიც საინტერესო ინფორმაციათა ნაკრებს წარმოადგენდა.

 

დამზადებულმა მასალებმა მოსწავლეთა და მოწვეულ სტუმართა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. გაკვეთილის პირველი ნაწილი ქიმიური პროცესების განხილვას დაეთმო და დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგენდა ზემოხსენებულ ინფორმაციებს. სპეციალურად , მოცემული გაკვეთილისთვის ბავშვებმა საკუთარი ხელით დავამზადეთ ცდის ჩასატარებელი სხვადასხვა საშუალება, რამაც ჩვენი დიდი დაინტერესება გამოიწვია. გაკვეთილის მეორე ნაწილს ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლები წარმართავდნენ. ვისაუბრეთ ფოტოსინთეზზე, ენერგეტიკულ ცვლასა და ოსმოს–ზე, დავუკავშირეთ მოცემული საკითხები ჩვენი გაკვეთილის მთავარ თემას.

 

პირადად ჩემთვის მოცემული გაკვეთილი მეტად სახალისო, შემეცნებითი და საინტერესო გახლდათ. ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, ცოდნა მეც და ყველა ჩემს მეგობარს გაუღრმავა მოპოვებულმა უამრავმა თვალსაჩინო მასალამ. უაღრესად სასიამოვნო გრძნობა გეუფლება, როცა შრომობ, მთელ შენს შესაძლებლობებს იყენებ პროექტის წარმატებისთვის და საბოლოოდ მიზანს აღწევ. თითოეულმა ჩვენგანმა მასწავლებლებთან ერთად ეს სასიამოვნო შეგრძნებაც განვიცადეთ.

 

ნინო სახამბერიძე

 

X1 კლასის მოსწავლე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია