საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მყარი ნარჩენები განცალკავებით შეგროვდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/04 16:50:34

ქუთაისში, პროექტის „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში“ ფარგლებში დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს ქუთაისში ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო.

შეხვედრაში მონაწილეობას ქალაქის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცების, მართვის ტერიტორიული ორგანოებისა და სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლები იღებედნენ.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ერთ-ერთ საპილოტე უბანში განხორციელდება პლასტმასის ნარჩენების განცალკავებული შეგროვება, ხოლო ქალაქ არარატში ორგანიზებული იქნება ორგანული ნარჩენების კომპოსტირება.

აღნიშნული პროექტი 2013 წლის 10 აგვისტოდან ევროკავშირის "შავი ზღვის აუზის 2007-2013 წწ. პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა ცენტრები ახორციელებენ. პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია.

პროექტის კოორდინატორის ქეთევან ცხაკაიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში მოხდება ქუთაისში არსებული სასმელი წყლის, ასევე ჰაერის და მწვანე საფარის დონის შემოწმება.

 

პროექტის წარმოამდგენელთა განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის მენტალიტეტის გაზრდა დასუფთავების საკითხთან დაკავშირებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია