დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კნუტის ბლოგი – „სექსი 3 ლარად! 100 დოლარის ნაცვლად“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/04 13:57:37

„შეიძინე 2 დღით ადრე მხოლოდ 3 ლარად სექსი ჩვენს პროფესიონალ მეძავთან, 100 $-ის ნაცვლად! აქცია მოქმედებს მხოლოდ 3-დან 4 საათამდე“ – ხომ კარგად ჟღერს? მოდიხარ 2 დღით ადრე, იხდი მხოლოდ 3 ლარს და 3 საათზე გაქვს სექსი. არაჩვეულებრივი რეკლამაა. მაგრამ, რომ მოხვალ, გეტყვიან: უკვე ყველა დღე დაჯავშნილია 3 საათზეო და შენც რაღას იზამ, გაბრუნდები უკან. სინამდვილეში კი არაფერიც არაა დაჯავშნილი. უბრალოდ, ეს სარეკლამო ფრაზაა და იმავე დღეს რომ სტანდარტულ ფასად ისარგებლო, თავისუფალი იქნება შენთვის 100$-იანი მეძავი.

სწორედ ასეთ მარკეტინგულ ხერხს მიმართავს „კინო რუსთაველი/ამირანის” ადმინისტრაცია. გეუბნებიან, რომ არსებობს ბუნებაში “ეკონომ ბილეთები”. თუ 2 დღით ადრე იყიდი, მესამე რიგში მხოლოდ 3 ლარს გადაიხდი ბილეთში. მაგრამ ამ 2 დღით ადრე მისულს გეუბნებიან, რომ ყველა ბილეთი აწ და მარადის მესამე რიგში უკვე გაყიდულია. არადა, იმავე დღეს, სტანდარტულ ფასად ჩვეულებრივ მოგყიდიან ე.წ. ეკონომ ბილეთების ადგილებს :) არა, არ გატყუებთ, მართლა ასეა. მე რომ არ გადამხდენოდა, არც დავწერდი ბლოგზე.

 

 მოკლედ, მივედი სამშაბათ დღეს, მინდოდა ეკონომ-ბილეთების ყიდვა ხუთშაბათისთვის, პარასკევისთვის, შაბათისთვის ან როდესმე, მაგრამ ბილეთების გამყიდველმა გოგონამ არაო, გაყიდულია უკვეო. რომ გამიხსნა ტაბლოზე დარბაზი, ეს მესამე რიგი განაცრისფრებული იყო მართლაც. მაგრამ არა ისეთ ნაცრიფსრად, როგორც გაყიდული ბილეთების შემთხვევაში. უფრო ღია ფერის იყო., მაგრამ დავიკიდე. ალბათ, სააქციო რიგი რომაა, ამიტომ არის სხვა ფერი – მეთქი. ხუთშაბათს ისევ მომიხდა კინოში გავლა და მე რომ სეანსი და რიგი მინდოდა, ჩემს წინ მდგომმა ბიჭმა ჩვერულებრივ იყიდა სტანდარტულ ფასად. გავცოფდი! ანუ, მე 2 დღით ადრე მითხრეს რომ გაყიდულია უკვეო, დაბალ ფასად რომ არ მეყიდა და ხუთშაბათს ჩვეულებრივ, სტანდარტულ ფასად გაყიდეს!

ბევრი მიზეზის გამო მე „კინო რუსთაველი/ამირანის” მადლობელი ვარ. მაგალითად, მათ Facebook page-ზე საკუთარი ტრაკით მოვიგე 3 თვიანი უფასო აბონიმენტი და ყველა ფილმზე ერთხელ წასვლის ბედნიერი უფლებით ვსარგებლობდი. ბევრჯერ ვყოფილვარ დახურულ ჩვენებებზე სხვადასხვა კომპანიების თუ საკუთრივ კინო რუსთაველის მიწვევით და სწორედ ამ მიზეზების გამო ვიკავდები ამდენ ხანს თავს, რომ ეს პოსტი არ დამეწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა რა!

 

  • ძვირი ბილეთები! – კი, ბილეთები ძალიან ძვირია. 10.50-12.50-ის ფარგლებში მოგიწევთ გადახდა, რომ 1 სეანსს დაესწროთ

 

  • ძვირი და უგემური პოპკორნი! – დიდი ხნის წინ გამზადებული, ცივი, უგემური პოპკორნი, რომელშიც მინიმუმ 3-4 ლარს იხდი, იგიევ პორციაში, როცა გარეთ 50 თეთრს გადაიხდიდი იგივე რაოდენობა უფრო გემრიელ პოპკორნში

 

  • ძვირი სასმელები! – 1 ლარის ღირებულების პეპსი სულ რაღაც 4 ლარად კინოში

 

 

  • ფასიანი 3D სათვალე! – კი, ინდივიდუალურია და ერთხელ უდნა იყიდო, მაგრამ ყოველ ჯერზე რომ გავიწყდება სახლიდან წამოღება, რადგან სპონტანურად დადიხარ იდეაში კინოში და არა დაგეგმილად. ყოფილიყო არჩევანი. მინდა უფასო ბანძს ავიღებ და მინდა ფასიანს ვიყიდი. რა მოხდებოდა?

 

  • უტუალეტობა! – რუსთაველში იყო საზიზღარი, სუნიანი, უბანძესი ტუალეტები და გააკეთეს იდეაში კარგი, მაგრამ სულ 3 კაბინიანი ტუალეტი. გეკითხებით: 3 კაბინა ეყოფა 5 დარბაზ ხალხს???

 

 

  • უპარკინგობა! – არ აქვს არცერთ შენობას საკუთარი პარკინგი. არც ამირანს, არც რუსთაველს. გიწევს სადღაც ჯანდაბაში გაჩერება და უარეს შემთხვევაში, სითი პარკი დაგაჯარიმებს

 

  • გახმოვანება! – ინგლისური სეანსები ორჯერ გვაქვსო, მთლიანად ფილმი რაც გადის კინოთეატრებში, მაგ დროის განმავლობაშიო. კვირაში ერთხელ ინგლისური სეანსების დღე დანიშნეთ, სჯობს. და ქართული გახმოვანება? ბავშვი თუ მულტფილმზე მიგყავთ, მოემზადეთ, რომ ყურებიდან სისხლი უნდა წამოგივიდეთ ფილმის ყურება/მოსმენისას. რას გადაეკიდეთ ამ კომედი შოუს? საზიზღრად ახმოვანებენ. დავიჯერო, 2 ნორმალური მსახიობი არ გვყავს საქართველოში, ვინც კარგად გაახმოვანებს ფილმებს?

 

  • მონოპოლია! – ყველაზე დიდი პრობლემა მონოპოლიაა. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი ჰკიდიათ! სხვაგან ვერ წახვალ, რადგან ალტერნატივა არ არსებობს და შენც მიდიხარ ძვირი ბილეთების, უგემური პოპკორნის და ფასიანი სათვალის შესაძენად მათთან.

 

გამოსავალი? მომბაძეთ და აღარ იაროთ კინოში! მე ჩემი ჯიბიდან ამათ ფულს აღარ გადავუხდი.


მონოპოლისტი ღორები :)

 

დიდი გოგო რომ გავიზრდები და ბევრი ფული მექნება, მერე კი აუცილებლად გავხსნი საკუთარ კინოთეატრს! ვოტ ტაკ.

 

წყარო: http://knuti.wordpress.com/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2457
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია