საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გიგა ბოკერიას პროკურატურა დღეს დაკითხავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/04 12:51:56

მთავარი პროკურატურა გიგა ბოკერიას დაბარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 
ბადაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 


"2014 წლის 04 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სახით, დაკითხვის მიზნით დაბარებულია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი (გიგა) ბოკერია.

 

საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს. საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

 


ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში დღეს, 15:00 საათზე ელოდებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2351
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია