საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თანამედროვე იგავი მამასა და ქალიშვილზე
2014/04/03 16:56:01

ახლადდაქორწინებულმა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, რომ ერთად ცხოვრების პირველ დღეს არავისთვის აეღოთ კარი, ვინც მათთან მოვიდოდა სახლში.


პირველივე დღეს ახალ წყვილთან მოსანახულებლად ბიჭის მშობლები მივიდნენ. როდესაც მშობლები კარის გაღებას ელოდებოდნენ, წყვილი კარებთან იდგა. ერთმანეთს გადახედეს, ქმარს ძალიან უნდოდა, გაეღო კარი, მაგრამ როგორც დათქმული ჰქონდათ, ისე მოიქცნენ და კარი არ გააღეს. მშობლები წავიდნენ.


ცოტა ხნის შემდეგ იმავე დღეს, წყვილის მოსანახულებლად გოგონას მშობლები მოვიდნენ. წყვილი ისევ კართან იდგა, ერთმანეთს გადახედეს. ამ დროს გოგონას ხმამაღალი ტირილი წასცდა: „მე არ შემიძლია ეს გავუკეთო ჩემს მშობლებს“ და კარი გააღო. ქმარმა არაფერი არ თქვა.


გავიდა წლები. მათ 4 ვაჟიშვილი და, ბოლოს, მეხუთე გოგონა შეეძინათ. ქალიშვილის დაბადების დღეს მამამ ძალიან დიდი წვეულება მოაწყო და შეეცადა ყველა დაეპატიჟებინა მათი სანაცნობოდან. ღონისძიებამ მართლაც შთამბეჭდავად ჩაიარა და ნამდვილი დღესასწაული გამოდგა. როდესაც დღე დამთავრდა, ცოლმა ჰკითხა ქმარს, თუ რა იყო მიზეზი ასეთი გრანდიოზული წვეულებისა, რომ ამდენი ცნობილი პიროვნება დაპატიჟა, ყველა ნათესავს გააგებინა, არავინ არ გამორჩენია და რატომ ადრე არ მოქცეულა არც ერთ შვილზე ასე?.

 

მეუღლემ ძალიან მარტივად უპასიხა: „ის ერთადერთია, ვინც კარს გამიღებს, როცა დავაკაკუნებ".

 

 

წყარო: droni.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია